პრეზიდენტმა იგნორირება გაუკეთა მორწმუნეთა მიმართვას - მ.ა.კ.
Офис Президента Украины. Фото: 24tv.ua
2021 წლის 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოქალაქეთა მიმართვების საკითხების ოფისის დეპარტამენტის მეთაურმა გვამცნო, რომ უმე-ს მორწმუნეთა კოლექტიური მიმართვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სახელზე სახელმწიფოს მეთაურის მიერ განუხილველი დარჩება. ამის შესახებ შეგვატყობინეს მართლმადიდებელ ადვოკატთა (მაკ) კავშირის ტელეგრამ-არხზე.
22.02.2021 წლის N22/008352-26 წერილის ტექსტის თანახმად, მორწმუნეთა 2021 წლის 15 თებერვლის მიმართვა პრეზიდენტის მიმართ არ შეიძლება განხილულ იქნეს, რამდენადაც „უკრეაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არ შედის კანონების გაუქმება და უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, კანონების მიღება ეხება უმაღლესი რადას უფლებამოსილებებს“.
მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში მიუთითეს, რომ პრეზიდენტის მიმართ მიმართვაში მორწმუნეებმა გადმოსცეს უმე-ს თემის უკანონო ხელახალი რეგისტრაციისა და მიტაცების ფაქტების რიცხვის ზრდის თაობაზე, ითხოვეს ყველა შესაძლო ზომის მიღება მათი აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის შესახებ, მიუთითეს უკრაინის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირების მხრიდან ბოროტად გამოყენებისა და მანიპულაციის თაობაზე. ასევე მორწმუნეებმა პრეზიდენტის ყურადღება მიაპყრეს კონსტიტუციის დარღვევის მრავალრიცხოვან ფაქტებს, მათი უფლებების შეზღუდვას, მილიონობით მორწმუნე მოქალაქის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და როგორც შედეგი, კონფესიათშორისი კონფლიქტებისა და დაპირისპირებების რაოდენობის ზრდას.
მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში შეგვატყობინეს, რომ „ასეთმა ფორმალურმა და ბიუროკრატიულმა დამოკიდებულებამ მორწმუნეების, უბრალო ადამიანების თხოვნებისა და იმედების მიმართ, შეუძლებელია არ გამოიწვიოს აღშფოთება და გაკვირვება“.
მაკ-ის იურისტებმა აღნიშნეს, რომ „კანონების გაუქმება ნამდვილად არ ეხება უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციის 102-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი წარმოადგენს უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტს. აღმსარებლობის თავისუფლებისა და სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის უფლება წარმოადგენს კონსტიტუციურს და განმტკიცებულია უკრაინის ძირითადი კანონის 35-ე მუხლით. კონსტიტუციის 93-ე მუხლით განსაზღვრულია უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. უკრაინის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული კანონპროექტები, როგორც გადაუდებელი, განიხილება რიგგარეშე უკრაინის უმაღლეს რადაში“.
ამდენად, აღნიშნავენ მაკ-ში, „უკრაინის პრეზიდენტს გააჩნია საკმარისი რაოდენობის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რათა შეიმუშაოს და დანერგოს საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის სფეროში, რომელიც იქნება უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისი“.
ადრემ მჟკ წერდა, რომ მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირმა განაცხადა ზოლოჩევში უმე-ს თემის უფლებების დაცვის შესახებ.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.