დედაო ბერესტიედან: ეს საშინელებაა, რაც ბართლომემ გააკეთა
დედაო ულიანა ტაბოროვეცი. ფოტო: СПЖ
22 თებერვალს კიევ-პეჩერის ლავრაში დევნილი თემების ყრილობაზე „მართალნი“ დედა ულიანა ტაბოროვეცმა, სოფელ ბერესტიეს მიტაცებული ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ სერგეი ტაბოროვეცის მეუღლემ განაცხადა,რომ არ ესმის, პატრიარქი ბართლომე როგორ გაუსწორებს თვალებს ღმერთს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა უკრაინაში.
„ის (პატრიარქი ბართლომე-რედ.) მალე ღმერთთან და უნდა შეხედოს ღმერთს თვალებში. რას ეტყვი შენ, „ბიძა“? მე ვამბობ „ბიძა“, იმიტომ,რომ არ ვთვლი მას პატრიარქად, იმიტომ რომ მან გადააბიჯა კანონებს. ის თვითონ გახდა სქიზმატიკოსი, რადგანაც აღიარა ისინი. რა გააკეთა მან? ადამიანები (მიმტაცებლები მეუ-დან-რედ.) თავს იმართლებენ, ამართლებენ თავიანთ მოქმედებებს, იმას, რომ დაყვეს სოფელი, დაყვეს სოფლები. ჩვენს რაიონში 4 სოფელია, 4 ასეთი ტაძარი. მას (ბართლომეს-რედ.) რა ვუთხრა? მე არა მაქვს მისი გასამართლების უფლება, შეიძლება მხოლოდ მისი მოქმედებების დაგმობა. მაგრამ ეს საშინელებაა. ეს საშინელებაა-რამდენი რამ ჩაიდინა, რამდენი ცრემლი დაიღვარა. და სისხლი სხვა ტაძრებში, რამდენადაც მე ვიცი,- თქვა დედა ულიანამ.
დედაოს სიტყვებით, ბერესტიეში ტაძრის მიტაცება მოხდა სტანდარტული სცენარით.
„თავიდან ააღელვეს ხალხი, გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია ჩვენს ეკლესიაზე, თუმცა ჩვენ იმ მომენტისათვის ნამსახურევი გვქონდა უკვე 15 წელი, მაგრამ ვინც იყო ადრე, 150-200 ადამიანი, მსახურებაზე ისევე დადიან, და მიიტაცეს ტაძარის იმათმა, ვისაც ტაძარში არასდროს არ უვლია,“-თქვა დედაომ.
მისი სიტყვებით, იმათ შორის, ვინც ხმა მისცა მეუ-ში „გადასვლას“ იყვნენ ორმოცდაათიანელები, ბაპტისტები და ჩამოსულები სხვა სოფლებიდან, უმე-ს წარმომადგენლები კრებაზე არ იყვნენ.
„ამის შემდეგ კიდევ ერთი თვე ჩვენ ვიცავდით ტაძარს, იყო მიტაცების ოთხი მცდელობა. ჩვენ განუწყვეტლივ ვლოცულობდით, მღვდლები ლოცულობდნენ დაუჯდომელებს. იმ დროს მე ვიყავი მე-40 კვირის ორსული,და როდესაც ვიყავი სამშობიაროში, მათ ჩვენ მოგვიწყვეს „სირცხვილის კორიდორი“. ძალიან მძიმე იყო მაშინ. ჩვენს ვგალობთ იესოს ლოცვას და „მრწამსს“, და ისინი- "Ще не вмерла Україна“. და ყვირილი, ფურთხება, მამაო არაერთხელ სცემეს ამ თვის განმავლობაში“,-დაამატა დედაომ.
ულიანა ტაბოროვეცმა განაცხადა, რომ 2019 წლის 2 აპრილს მეუ-ს მხარდამჭერებმა მიიტაცეს პოკროვის უმე-ს ტაძარი.
„მილიცია იდგა, ჩვენს ხალხს ტაძართან არ უშვებდა. ისინი (მეუ-ს რეიდერები-რედ.) მოვიდნენ და კუთხსახერხი მანქანით გაჭრეს კარები. ცემდნენ მოხუცებს, თმებით ათრევდნენ გოგონებს- იხსენებს იულიანა. ადამიანები შეშლილებივით იყვნენ, გესმით? ადამიანს თვალებში უყურებ და თითქოს თვალები არც აქვს. ჩვენს რაიონში წაიღეს 4 ეკლესია და ყველა წამომწყები იყო ჩვენი სოფლიდან. ჩვენს ადამიანებს არც კი შეეძლოთ მშვიდად გაევლოთ ქუჩებში- მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ახლაც კი, როდესაც ჩვენი მრევლი მიდის სახლში სალოცავად, მათ აჩერებენ და საგინებელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებენ. სად მიდიხარ? მოსკოვის მღვდელთან? და იგინებიან და ა.შ. მათ წაიღეს ეკლესია, საეკლესიო სახლი და საეკლესიო სასაფლაოს სამლოცველოც კი.“
როგორც ადრე მჟკ წერდა, სოფელ ბერესტიეში უმე(კ)-ს წევრებმა უმე-ს ტაძრის კარი შეამტვრიეს.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.