ქსელში გამოაქვეყნეს საქმეთა მმართველის მიმართვა თემების ყრილობაზე"მართლები"

მიტროპოლიტი ანტონი დევნილი თემების ყრილობაზე "მართლები". ფოტო: news.church.ua

2021 წლის 22 თებერვალს კიევ-პეჩერის ლავრაში უმე-ს საქმეთა მმართველი ბორისპოლის და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი  გამოვიდა მიმართვით  უმე-ს მიტაცებული ტაძრების წარმომადგენლების,  ყრილობა  "მართლების" მონაწილეების  მიმართ, იუწყება უმე-ს ინფორმაციულ-საგანმანათლებლო განყოფილება.

მიტროპოლიტმა ანტონმა მიმართა  მღვდელმსახურებს და დევნილი თემების  მორწმუნეებს თანაგრძნობის სიტყვებით და ისაუბრა იმაზე,  თუ როგორ იცავს ეკლესია რელიგიურ და თავისუფლების უფლებას.

უმე-ს საქმეთა მმართველის სიტყვებით, დევნილი თემების ყრილობაზე კიევ-პეჩერის ლავრაში შეგროვდნენ ისინი, "ვინც არა სიტყვით, არამედ საქმით - ლოცვითი მსხვერპლშეწირვით დაამოწმა თავისი ერთგულება ღმერთისა და მართლმადიდებელი რწმენის მიმართ."

"ეკლესიის გარეთ, როგორც აღნიშნა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელმა, არ არის ცხოვრება, ამიტომ ყოველი ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარჩეს მისი გადამრჩენელი დაცვის  ქვეშ, სწორედ ეს სწრაფვა, და არა პოლიტიკური ან სხვა ინტერესების  აჩრდილი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების  გზის დედააზრი. სხვა შემთხვევაში ჩვენ  რისკის ქვეშ ვაყენებთ არამარტო ჩვენს სულიერ ორიენტირებს, არამედ შესაძლოა თანდათან გავხადოთ ჩვენი რწმენა და ეკლესია სხვადასხვა ძალებისა და იდეოლოგიების სამსახურში,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

უმე-ს საქმეთამმართველმა დაამატა, რომ დღევანდელი მოვლენები ააშკარავებენ მრავალ ფაქტებს, როდესაც  "პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ ამახინჯებენ საეკლესიო კანონებს, ირღვევა ეკლესიური ერთობა" და ისაუბრა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებსაც გეგმავს ეკლესია უმე-ს დევნილი თემების დასაცავად.

მიტროპოლიტ ანტონის სიტყვებით, უმე-ს წინამძღვარმა არაერთხელ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს მოწოდებით გააკეთოს ყველაფერი აუცილებელი უმე-ს და მისი სამწყსოს დისკრიმინაციის შეწყვეტისათვის. დაიბლოკა სასამართლოს მიერ სკანდალური კანონი, რომლის მეშვეობის ცდილობდნენ წაერთმიათ უმე-ს ოფიციალური სახელწოდება და შეექმნათ  ტაძრების მაშტაბური რეიდერული მიტაცების პირობები, უმე-ს იურიდიულ გამყოფილებაში გაუშვეს ცხელი ხაზი ეკლესიური რეიდერობის შემთხვევების დაფიქსირებისათვის.

უმე-ს მორწმუნეების უფლებების შესახებ ფაქტებს მუდმივად ახმოვანებენ საერთაშორისო მოედნებზე, კონფერენციებზე გაეროსა და ეუთო-ში ადამიანის უფლებების თემაზე.

"ამას  თანდათან მოაქვს თავისი შედეგები. მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებების განყოფილების გადაწყვეტილებების წყალობით შესაძლებელი გახდა ჩვენი სამრევლოს გამოსახლების პროცესის შეჩერება შენობიდან, რომელიც მათ მიეკუთვნება ქალაქ ივანოვ-ფრანკოვსკში,"-აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

ეკლესია ბევრ ძალისხმევას წარმართავს ახალი ტაძრების მშენებლობაში თემებისთვის , რომლებიც დაზარალდნენ მეუ-ს მომხრეების რეიდერული ქმედებებისაგან.

"ჩვენი მონაცემების თანახმად, მსახურება უკვე ტარდება 34 ასეთ აშენებულ ტაძრებში. კიდევ 4 ამ მომენტისათვის მშენებლობის სტადიაში იმყოფება,"-დაამატა მან.

გამოსვლის ბოლოს, მიტროპოლიტმა ანტონმა გაიხსენა  წმინდა ისიდორე პილუსიოტის სიტყვები იმაზე, რომ "ეკლესიის წინააღმდეგ არაერთხელ დაუწყიათ ომები, თუმცა ის მაინც ვერ დაძლიეს. პირიქით- ის ყოველთვის იმარჯვებდა  მათზე, ვინც ცდილობდა მის განადგურებას."

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა  ონუფრიმ მიმართა ყრილობა "მართლები"-ს მონაწილეებს.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.