უმე სპიკერი: მრევლი მზად არის ეკლესიის დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს

უმე-ს საგარეო საეკლესიო განყოფილების უფროსის მოადგილე დეკანოზი ნიკოლაი დანილოვიჩი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький».

უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების  დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილოვიჩმა პროგრამა «პრავა ნა ვერუ» youtube-არხზე «პერში კაზაცკი» განაცხადა, რომ მრევლი მზად არის მოაწყოს ქუჩასი მასიური გამოსვლა ხელისუფლებისგან ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გასაპროტესტებლად, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვცდილობთ შევაკავოთ ისინი.

«ჩენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს ყველანაირი კანონიერი გზით. თუ მთავრობა ვერ გაიგებს, ჩვენ ქუჩაში გამოვალთ, ხალხი მზად არის, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რაიმე სასიკეთო ნაბიჯი გადადგმული, – თქვა უმე-ს სპიკერმა. – ხალხს თვითონ უნდა,ჩვენ ვაკავებთ ხალხს».

მან აღნიშნა, რომ ახლა იმსხვრევა სტერეოტიპები და შეუძლებელია იწინასწარმეტყველო რა იქნება მომავალში. ვიმედოვნებთ რომ არსებული პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდება, თუ მრევლი გამოავლენს თავის სოციალურ-საზოგადოებრივ პოზიციას ეკლესიის დასაცავად. «ჩვენ რომ ვიყოთ ცოტანი - ერთია, ჩვენ ბევრი ვართ და ამით უნდა ვისარგებლოთ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესია. არ უნდა იჯდე და ელოდო რომ ვიღაც დაგიცავს. ჩვენი ეკლესიის ბედი ახლა დამოკიდებულია ყველა ჩვენთაგანზე», – დაასკვნა მამა ნიკოლაიმ.

როგორც მჟკ წერდა, ეკლესიაზე წნეხს შეიძლება ჩერნოგორიის მსგავსი რეაქცია მოჰყვეს, დარჭმუნებულია უმე-ს სპიკერი.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.