უნეტარესმა მიტროპოლიტმა უნოფრიმ მიმართა „ერთგულთა“ ყრილობის მონაწილეებს
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua
უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მიმართა უმე-ს მიტაცებული ტაძრების თემის „ერთგულთა“ ყრილობის მონაწილეებს, რომელიც 22 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარდა და განაცხადა, რომ „ყოველგვარი დაბრკოლებისა და დევნის მიუხედავად, ადამიანები რჩებიან უფლისა და ჭეშმარიტი ეკლესიის ერთგულები და მოუწოდა სიმართლისთვის ბრძოლისკენ და იმისკენ, რომ არაფრის შეეშინდეთ, გვიამბობს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში უმე ისეთ სერიოზულ განსაცდელს შეეჩეხა, როგორიცაა „ტაძრების მიტაცება, მრევლის უკანონო ხელახლა რეგისტრაცია სხვა რელიგიური ორგანიზაციის იურისდიქციაში, ფიზიკური ძალადობა ჩვენი მორწმუნეების მიმართ, მათი ოჯახების დაშინება და შანტაჟი“, მაგრამ ადამიანები რჩებიან უფლის ერთგულები, რადგან ეკლესია მათთვის მშობლიური სახლი გახდა“.
„რაში იმალება მათი ძალა და პოზიციის სიმტკიცე? და რატომაა ასე აუცილებელი ნამდვილი ეკლესიისთვის ხელის ჩაჭიდება? ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულმა მორწმუნე ადამიანმა თავისი გზა გაიარა რწმენამდე. და ყველა ჩვენგანი, ესოდენ განსხვავებულები და უძლურები, ჩაგვიხუტა წმინდა ეკლესიამ. ის, როგორც მზრუნველი დედა, ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე და მხარს გვიჭერს, ჩვენი ყოველდღიური შეცდომებისა და ცოდვების მიუხედავად, კურნავს ჩვენს სულიერ და სხეულებრივ ჭრილობებს, გვეხმარება ცხონების საქმეში“, - განაცხადა უმე-ს წინამძღვარმა.
„მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიაში შეგვიძლია ვიპოვოთ უფალი და მისგან მადლი მივიღოთ. სწორედ ეს სწრაფვა წარმოადგენს ჩვენი მორწმუნეების მტკიცე პოზიციის საწინდარს - არც პოლიტიკა, არც გეოპოლიტიკა, არც რაიმე იდეოლოგია, არამედ მხოლოდ სურვილი იყოს უფლის ერთგული“ - დაამატა უნეტარესმა.
უნეტარესმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, როცა სხვადასხვა ძალა აქეზებს მორწმუნეებს სინდისთან გარიგებისკენ, კანონების დარღვევისკენ, განხეთქილების დაცვისკენ, მხოლოდ ერთი კითვხის დასმა ღირს - სჭირდება ეს ღმერთს - და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.
„არის კი უფლის მადლი იქ, სადაც უსამართლობა, ძალადობა და აგრესია სუფევს მოყვასის მიმართ? ღია პასუხები ამ კითხვებზე არა მხოლოდ ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას, არამედ ერთმნიშვნელოვნად ხსნის კიდეც, რატომ აგრძელენ მორწმუნე ადამიანები ე.წ. გადასვლების ახალი „ტალღის“ შესახებ პროვოკაციული განცხადებების ფონზე უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის ერთგულებას“ - აღნიშნა უნეტარესმა.
უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მადლობა გადაუხადა ყრილობის ყველა მონაწილეს და მოუწოდა იშრომონ ეკლესიის დიდებისთვის, ყველა განსაცდელის მიუხედავად.
„შეუძლებელია ამომწურავი სიტყვების პოვნა, რათა გადმოგცეთ ჩვენი მადლიერება სრულად თქვენი რწმენის სიმტკიცის გამო. მთელი გულით შევთხოვთ უფალს, რომ მან დაგიცვათ და დაგიფაროთ ამ რთულ გზაზე. რთულ, მაგრამ დიდი იმედით სავსე გზაზე. სწორედ უფალმა გვითხრა: „ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა“ (მათ. 10,28). თუ ჩვენ უფალთან ვიქნებით, თუ კვლავაც დავრჩებით მისი ერთგული, დიდი საფრთხე და განსაცდელიც კი არ გახდება დაბრკოლება ჩვენის ცხონების გაზე“, - დაამატა უმე-ს წინამძღოლმა.
როგორც ადრე მჟკ წერდა, ლავრაში დაიწყო მიტაცებული ტაძრების მორწმუნეთა ყრილობა.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.