უმე-ს სპიკერი: გაყოფის შემთხვევაში ეკლესია ჩერნოგორიის მსგავსად რეაგირებს
დეკანოზი ნიკოლაი დანილოვიჩი. ფოტო: apostrophe.ua
უმეს- საეკლესიო ურთიერთობების საგარეო განყოფილების უფროსის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა პროგრამაში " რწმენის უფლება" "Перший Козацький" -ზე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტირებას, შესაძლოა განვითარდეს ჩერნოგორიის მოვლენები.
მღვდელმა ისაუბრა, როგორ მონაწილეობდა ჩერნოგორიაში ანტისაეკლესიო კანონის წინააღმდეგ ჯვაროსნულ მსვლელობაში . ეს ჯვაროსნული მსვლელობები, რომელსაც სათავეში ედგა ჩერნოგორიის მიტროპოლიტი ამპილოხი (რადოვიჩი) აგროვებდა უამრავ მორწმუნე ადამიანებს. გაჩერების დროს სრულდებოდა მოკლე ლოცვები, რომლის შემდეგ მიტროპოლიტი ამპილოხი წარმოთქვამდა ქადაგებას, არ შეუშინდა საერო ხელისუფლების და პირადად სერბეთის პრეზიდენტის ჯუკანოვიჩის მხილებას ეკლესიის უფლების დარღვევაში.
"მე ვიდექი ახლოს და მესმოდა, როგორ ღიად საუბრობდა ის ყველაფერზე. ჩვენ სულ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია თავისთავად დალაგდება, ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ სიბრძნე იმაში გამოიხატება, რომ ვიცოდეთ სად ვიმოქმედოთ ისე, როგორც მეუფე ამპილოხი, რომელმაც დაამტკიცა ამ გზის ეფექტურობა (რადგანაც ანტიეკლესიური კანონი შეიცვალა), და სად ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში კიდევ უნდა მოვითმინოთ, მაგრამ როდესაც იქნება აუცილებელი, ჩვენც მეუფე ამპილოხის გზით წავალთ,"- თქვა უმე-ს სპიკერმა.
მამა ნიკოლაი თვლის, რომ ჩერნიგოვიის მართლმადიდებლებს უფრო აქვთ ერთიანობა, ვიდრე მორწმუნეებს უკრაინაში, რადგანაც მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად ჩერნიგოვიის ქალაქების ქუჩებში გამოვიდა მოსახლეობის ნახევარი. თუმცა, დაამატა მან, თუ იქნება აუცილებლობა, მაშინ უკრაინის ქალაქების ქუჩებშიც გამოვა მრავალრიცხოვანი მორწმუნე, რათა დაიცვას კანონიკური ეკლესიის უფლება .
ყოველ კვირას ჩვენს ტაძრებში მოდის 2 მილიონამდე ადამიანი, დიდ დღესასწაულებზე კიდევ უფრო მეტი და ქალაქების ქუჩებშიც , თუ იქნება ამის აუცილებლობა რელიგიური უფლებების დასაცავად გამოვა მორწმუნეების ამდენივე რაოდენობა .
დეკანოზმა ნიკოლაიმ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას რელიგიური ნიშნით ნუ აპირისპირებს მორწმუნეებს და უშლის იარონ იმ ეკლესიაში, რომელსაც ისინი ნამდვილად მიიჩნევენ, ნუ უცვლიან სახელწოდებას და უმე-ს მორწმუნეების უფლებას ნუ არღვევენ, რათა, უფალმა დაგვიფაროს, არ განმეორდეს რელიგიური ომები, რომლებიც არსებობდა უკრაინის ისტორიაში.
როგორ ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ში უარყვეს ინფორმაცია რმე-ს სინოდის მიერ მათი უფლებების შეზღუდვის შესახებ.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.