საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი დუმენკოს ძმურ მილოცვაზე პორფირისადმი

უკრაინის საელჩოს უფროსი სერბეთში ალექსანდრე ალექსანდროვიჩი. ფოტო: kurir.rs

2021 წლის 19 თებერვალს უკრაინის საელჩომ სერბეთში თავის ოპიციალურ საიტზე განათავსა სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს ,,ძმური მილოცვა’’ სერბეთის ახალი პატრიარქის  პორფირის მიმართ. საელჩოს თანამშრომლებს არანაირად არ დაუკომენტარებიათ სერგეი დუმენკოს მილოცვა, მხოლოდ გადათარგმნეს და გააზიარეს თავიანთ გვერდზე.

საელჩოს უფროსმა ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა ასევე თავის გვერდზე გამოაქვეყნა პატრიარქ პორფირის მიმართ მილოცვა.გარდა ამისა, ის თავის გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს სერგეი დუმენკოზე, კერძოდ ბერძნული ეკლესიისგან მეუ-ს ,,აღიარებაზე’’.

შეგახსენებთ, 2020 წლის თებერვალში მონტენეგროში უკრაინის საელჩოსგან ანალოგიურ საქციელს დიდი სკანდალი მოყვა. მაშინ დიპლომატებმა თავიანთ აქაუნთზე გამოაქვეყნეს ციტატა მეუ-ს პრეს-სამსახურის შეტყობინებიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის ეკლესიის ერთადერთი წინამძღვარი  თითქოს და ეპიფანე დუმენკო არის, ხოლო უნეტარესი ონუფრე კომენტარებში მოხსენიებული იყო, როგორც ,,რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი კიევში’’.

2020 წლის აპრილში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკრაინული დიპლომატიური საბჭოს მიერ უნეტარესი ონუფრეს მიმართ პროვოკაციული განცხადების გაკეთების გამო. ხოლო თუ როგორ დასრულდა საქმის განხილვა არ გასაჯაროებულა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

,,უკრპოშტამ’’ წარადგინა მარკა "ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ"

მარკის შეძენა შეგიძლიათ Ukrposhta-ს ფილიალებში და ონლაინ მაღაზიაში.

უმე-ის სასულიერო პირი: ვინც მეუ-ში გადავიდა, მიატოვა ჯვარი და შეეშინდა გაჰყოლოდა ქრისტეს

დეკანოზმა ვასილი ბალანმა ლოცვისკენ მოუწოდა მრევლს, რათა ღმერთმა მისცეს ძალა და რწმენა ყველას, ღირსეულად ატარონ საკუთარი ჯვარი.

ნდობა მოიპოვა და მოატყუა: პენსიონერმა უჩივლა მეუ-ს სასულიერო პირს

სასამართლო სხდომაზე როსტისლავ დიდუხი არ გამოცხადდა.