გაერო აგროვებს იმათ სიებს, ვინც ლგბტ-ს აკრიტიკებს

გაერო აგროვებს მათ სიას, ვინც ლგბტ-ს წინააღმდეგ გამოდის. ფოტო: makfax.com.mk

გაეროს ადამიანის  უფლებების განყოფილება (ინგლ. – UN Human Rights Office) ადგენს იმათ სიებს, ვინც რაღაც ფორმით გამოდის ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ, იუწყება c-fam.org საიტი.

პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები და მთელი მსოფლიოს ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან აბორტების წინააღმდეგ და ოჯახის ტრადიციულ ცნებას იცავენ, როგორც საიტის c-fam.org ავტორები თვლიან, „პირველ რიგში მოხვდებიან გაეროს ადამიანის უფლებების განყოფილების შავ სიაში“.

როგორც იუწყებიან, მოპოვებული ინფორმაცია  შესაძლოა გამოიყენონ „სანქციების ჩასატარებლად ოჯახის დამცველთა მიმართ, აგრეთვე მათ მოსაგერიებლადაც“.

გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილებამ გამოაქვეყნა განცხადება ლგბტ ჯგუფების მისამართით, სადაც თხოვს შეატყობინოს იმ „მთავარი მოქმედი პირების შესახებ“, რომლებიც აკრიტიკებენ „გენდერულ იდეოლოგიას“ და მოიყვანონ „პოლიტიკური და/ან რელიგიური ლიდერების საჯარო გამონათქვამებისა და განცხადებების მაგალითები, რომლებიც შეიცავენ გამოწვევას ლგბტ-გაერთიანების უფლებების ხელყოფის მხრივ“.

მიმართვაში განსაკუთრებული ყურადრება მიმართულია იმ რელიგიური ჯგუფებისადმი, რომლებიც ცხოვრებისა და ოჯახის დასაცავად გამოდიან. გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილება თხოვს მოიყვანონ „ნებისმიერი მაგალითები იმისა, სადაც გენდერის კონცეპცია გამოყენებულია რელიგიურ ისტორიებში ან ტრადიციებზე, ტრადიციულ ღირებულებებზე და ოჯახის დაცვაზე საუბრისას“ ახალ კანონებთან საპირისპიროდ, რომლებიც ლგბტ უფლებებს უჭერენ მხარს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მასალა, წარმოდგენილი გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილების მიერ, გამოყენებული იქნება გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის შემდეგ მოხსენებაში, რომელიც წარდგენილი იქნება ჟენევაში ადამიანთა უფლებების გაეროს საბჭოს წინაშე და ეხება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის  ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებს.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კიევის ლგბტ წარმომადგენლები თავის მთავარ მტრად „ძირითად ეკლესიებს“ მიიჩნევენ.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამერიკის საელჩოს ეწვია

ბმე-ს ახლად არჩეულმა პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმებში მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტი: კანონი 8371 არის მიზეზი იმისა, რომ უკრაინამ მილიარდობით პრეტენზია გადაიხადოს აუეს-ში

უკრაინის ომბუდსმენის ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს ქვეყანაში მორწმუნეთა უფლებების სისტემატურ დარღვევას.

საფრანგეთში, რკე-ის ტაძარში დემონების გამოსახულების გამოფენა იმართება

დემონების გამოსახულებები პირდაპირ დგას ტაძრის საკურთხევლის წინ და ნათლობის ჭურჭელთან, სხვები კი კედლებზე და ტაძრის შიგნით.

უმე-ის მღვდელმა აღწერა, როგორ მიდის მისი სულიერი ცხოვრება წინასწარი დაკავების იზოლატორში

"ჯერ თავიდან სწავლობ ლოცვას, მაგრამ არა ხატების წინ, არამედ ლოგინზე ჯდომისას, მერე პირველ ხატს შემოგიგზავნიან..."

კრივოი როგში მიტროპოლიტ არსენის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

ეპისკოპოსი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია არა პოროშენკოს, არამედ უკრაინისთვის

ისინი, ვინც ამბობენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია ევროკავშირის პარტიისთვის, პრეზიდენტის შიშებზე თამაშობენ, თვლის პავლენკო.