მ.ა.კ. განაცხადა ზოლოჩევოში უმე-ს გაერთიანების უფლებების დაცვის შესახებ

ეროვნული კორპუსის ჯარისკაცები უმე-ს მღვდელის სახლის გალავანს ამტვრევენ . ფოტო: сайт Нацкорпуса

მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირის (მაკ) იურისტებმა თავის ტელეგრამ-არხზე გააკეთეს განცხადება ზოლოჩევოში სიტუაციის გამო, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება დევნის მღვდლის მაქსიმე იოენკოს ოჯახს და ხელს უშლის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას ღვთისმსახურების ჩატარებაში.

უწყებაში ნათქვამია, რომ მაკ-ის იურისტები წარმოადგენენ მღვდლის ოჯახის ინტერესებს ორ სასამართლო პროცესზე, რომლებიც ეხება ზოლოჩევსკის საქალაქო საბჭოს 2020 წლის 13 ივლისის განჩინებას მღვდლის სახლის ღობის დემონტაჟისა და ოჯახის კერძო ტერიტორიაზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების აკრძალვას.

მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირი აცხადებს, რომ „თავისი ქმედებებით ხელისუფლება უსაფუძვლოდ ერევა არა მარტო მღვდლის ოჯახის პირად ცხოვრებაში, არამედ ხელს უშლის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ რელიგიურ გაერთიანებას აღასრულოს მსახურება. ქალაქის ხელისუფლების ეს მოქმედებები განიხილება სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში“.

შეგახსენებთ, რომ ზოლოჩევოში ადგილობრივი ხელისუფლება რადიკალთა დახმარებით ცდილობს გააგდოს ქალაქიდან მღვდლის ოჯახი. 2020 წლის დასაწყისში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის მაქსიმე იოენკოს ოჯახმა შეიძინა ზოლოჩევოში ძველი სახლის ნახევარი და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. ეზოში დადგეს სამშენებლო ვაგონი, სადაც მამა მაქსიმე ზოლოჩევოს მორწმუნეთათვის ატარებდა ღვთისმსახურებას. ზოლოჩევოს მერი იგორ გრინკივი საჯაროდ აცხადებდა, რომ მის ქალაქში „მოსკოვის ეკლესია არ იქნება“. 2020 წლის 13 ივლისს ზოლოჩევოს საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიების მოღვაწეობის აკრძალვის შესახებ“, აგრეთვე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების აკრძალვაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის მაქსიმე იოენკოს ოჯახის კერძო (!) ტერიტორიაზე, რომელიც მღვდელმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს კანონიერი წესით.  14 ივლისს ზოლოჩევოს მერმა მღვდლის სახლთან მოაწყო „ვეჩე“, სადაც მიიტანა ლომი და დამსწრეებს მოუწოდა სახლის „უკანონო“ ღობის დანგრევა. გრინკივმა აგრეთვე შეთავაზა მღვდელს სახლის თანხის ანაზღაურება იმისთვის, რომ ოჯახი გაემგზავროს ქალაქიდან.

17 ივლისს ხელისუფლებამ მღვდლის სახლის კერძო ტერიტორიაზე  უკანონოდ დააყენა ვიდეოსათვალთვალო კამერები.

ღობეს და ვაგონს უცნობებმა არაერთხელ შეასხეს საღებავი, ხოლო 6 აგვისტოს ნაციონალური კორპუსის აქტივისტებმა ლომებით დაანგრიეს სახლის ღობე.

15აგვისტოს უცნობებმა იერიში მიიტანეს საბავშვო მაღაზიაზე, რომელიც ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს. დილით საბავშვო საქონელის მაღაზიის მეპატრონემ აღმოაჩინა გატეხილი აბრა და წარწერა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სპონსორი“, რომელიც უცნობებმა წითელი საღებავით დააწერეს შენობის ფასადს. ოქტომბერში კი თავდასხმა განმეორდა. შენობის მეპატრონემ, სიტუაციის გაუარესების შიშით, მოთხოვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეს გაიტანოს საქონელი და გაანთავისუფლოს შენობა.

2020 წლის 28 სექტემბრის ღამეს უცნობებმა კვლავ იერიში მიიტანეს სახლზე. ვანდალებმა დააწერეს ღობეს «Геть РПЦ» და «Золочев не Броды», აგრეთვე შეასხეს კედლებს წითელი და მწვანე საღებავები.

დესიატინის ტაძრის მმართველი კიევის ვიკარიატის უფროსად დაინიშნა

ეპისკოპოსი კლემენტი ასევე დაინიშნა წმინდა აღაპიტ პეჩერელის ტაძრის საზოგადოების მოძღვრად, შევჩენკოს რაიონში.

ვატიკანმა აარქიეპისკოპოსი კარლო ვიგანო რკე - დან განკვეთა და სქიზმაში დაადანაშაულა

შეერთებულ შტატებში პაპის ყოფილ ნუნციოს ახლა ყველაზე სერიოზული სასჯელი ემუქრება კათოლიკურ ეკლესიაში: მას ეკრძალება მორწმუნეებთან ურთიერთობა და  საეკლესიო საიდუმლოებებზე წვდომა.

მჟკ-ს ჟურნალისტებისა და უმე-ის მღვდლის საქმის ექსპერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ექსპერტების ედუარდ ლიტვინენკოსა და სვეტლანა დოლინკოვსკაიას საქმიანობას ეროვნული პოლიცია და გამოძიების სახელმწიფო ბიურო შეამოწმებენ.

ადვოკატმა თქვა, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ტერნოპოლის უმე-ის ტაძრის დანგრევა

მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ იმართება მოლაპარაკება ნაკვეთის მფლობელსა და შენობის მფლობელს შორის მის მომავალ ბედზე.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამერიკის საელჩოს ეწვია

ბმე-ს ახლად არჩეულმა პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმებში მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტი: კანონი 8371 არის მიზეზი იმისა, რომ უკრაინამ მილიარდობით პრეტენზია გადაიხადოს აუეს-ში

უკრაინის ომბუდსმენის ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს ქვეყანაში მორწმუნეთა უფლებების სისტემატურ დარღვევას.