მიტროპოლიტი ფეოდოსი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ საუბრობს

მიტროპოლიტი ფეოდოსი. ფოტო: Черкасская епархия

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ განაცხადა, რომ ჩერკასის ეპარქიის მორწმუნეები, რომლებიც იცავენ ეკლესიის კანონიკურ ჭეშმარიტებას, კვლავ განიცდიან დევნას, პროვოკაციებს, მაგრამ ასევე უფლისგან ნუგეშს. ეს განცხადება გააკეთა ჩერკასის ეპისკოპოსმა 8 თვიანი შინაპატიმრობის შემდეგ პირველად ჩატარებულ ლიტურგიაზე, წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარში.

„ჩვენი გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვიბრძოლებთ ეკლესიისთვის და დავიცავთ მას. და საჭიროების შემთხვევაში დავგმობთ როგორც ეკლესიას მდევნელებს, ასევე მათ, ვინც ეკლესიის კანონიკურ ჭეშმარიტებას გადაუხვია“, - მიმართა მორწმუნეებს მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ.

”საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, თქვენ უნდა გესმოდეთ ეს”, - განაგრძო ეპისკოპოსმა. – იმიტომ, რომ მეორე სისხლის სამართლის საქმე კიევში იმავე პირებმა აღძრეს. სასამართლოები კვლავ განიხილავენ პრევენციულ ზომებს, შეიძლება გამოჩნდნენ პირები, რომლებიც პროვოკაციას მოაწყობენ და შემდეგ სასამართლოს მიმართავენ, რეჟიმის დარღვევისთვის, სიტუაციის გასამწვავებლად - არ უნდა მოვდუნდეთ“.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბრძოლა ეკლესიის კანონიკური ჭეშმარიტების სიწმინდისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, დევნის წინააღმდეგ არ დასრულებულა. მაგრამ უფალი შეგვიწყალებს და უხვად გამოგვიგზავნის ნუგეშისცემას ამ გზაზე. დღეს სწორედ ასეთი დღეა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ.

როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 20 დეკემბერს, ჩერკასის სოსნოვსკის რაიონულმა სასამართლომ ეპისკოპოსს გაუუქმა  სადღეღამისო შინაპატიმრობა და დატოვა ღამის პატიმრობაში, რამაც ეპისკოპოსს საშუალება მისცა სრულად მართოს ეპარქია და შეასრულოს მსახურება.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.