აშშ-ს ადმინისტრაციამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს უმე შეტევას უკრაინაში-ექსპერტი
უკრაინის პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას უკრაინაში, ვინაიდან აშშ საერთოდ დაინტერესებულია ტრადიციული საზოგადოებების რელიგიურ დეკონსტრუქციაში, თქვა „ანალიზისა და პოლიტიკის მენეჯმენტის უკრაინის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა „სტრანასთან“ კომენტარში, სხვადასხვა საეკლესიო და სამთავრობო წყაროებიდან შემოსული შეტყობინებებით, ხელისუფლება აპირებს დარტყმის განხორციელებას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
„ეს მიმართულება განსაკუთრებით გააქტიურდა ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც მანამდე სარწმუნოებრივი თავისუფლების ალიანსი შექმნა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბაიდენის დროს რელიგიის საკითხები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნება“, - თქვა ექსპერტმა.
ბორტნიკის აზრით, ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ჩარევამ ეკლესიის საკითხში შეიძლება უფრო დაწიოს მისი ისედაც დაბალი რეიტინგი, მაგრამ „ეტყობა თვით ზელენსკის იმის იმედი აქვს, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა უფრო საგარეო მხარდაჭერაზე და ოლიგარქთა კონსენსუსზეა დამოკიდებული, ვიდრე უკრაინული საზოგადოების აზრზე“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა კომენტარი გააკეთა ხელისუფლების მიერ ეკლესიაზე მოსალოდნელი დარტყმის შესახებ.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.