აშშ-ს მედია: უმე-ს რეპრესიები ახდენენ ძალადობის პროვოცირებას და უნდობლობას ბადებენ ხელისუფლების მიმართ

დაზიანებული მოზაიკი. ფოტო: foreignpolicy.com

ამერიკულ ჟურნალში  Foreign Policy გამოვიდა როდ-აილენდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის ნიკოლოზ ნ. პეტროს სტატია უკრაინის ხელისუფლების მოქმედებების კრიტიკასთან დაკავშირებით მოქალაქეებთან მიმართებაში სათაურით - „უკრაინას აქვს პრობლემა სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებით“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უმე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი (ქრისტიანული) კონფესია, ექცევა რეპრესიების ქვეშ ხელისუფლების მხრიდან. უკრაინის მთავრობა განიხილავს ეკლესიას, როგორც რფ-ს გავლენის აგენტს, მიუხედავად იმისა, რომ უმე-მ ადმინისტრაციული კავშირები გაწყვიტა რმე-თან 1990 წელს და შეწყვიტა ყველა ფორმალური კავშირი მასთან 2022 წლის მაისში.

„მიუხედავად ამისა, ქონება, აქტივები და სიწმინდეები მიტაცებულ იქნა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე წლით ადრე, ხოლო სასულიერო პირებს დევნიან სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებისთვის - ბევრი საქმე შეთითხნილი ბრალდებებით მიმდინარეობს. 2023 წლის ოქტომბერში უკრაინის პარლამენტმა პირველი ნაბიჯი გადადგა ეკლესიის სრული აკრძალვისკენ, მოიწონა რა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რელიგიურ ჯგუფებს, რომელიც „უკავშირდება უკრაინის ფარგლებს გარეთ განთავსებულ გავლენის ცენტრებს, ქევყანაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგგ“, - ნათქვამია სტატიაში.

პოლიტოლოგი წერს, რომ უმე-თან მიმართებაში ასეთი პოლიტიკის მთავარი ლობისტი იყო მეუ, რომელიც შეიქმნა, როგორც „უმე-ს ნაციონალისტური ალტერნატივა“. ასევე ასახელებენ კულტურის სამინისტროს ინიციატივას, უმე-ს უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიად სახელის გადარქმევის თაობაზე, წარუმატებელ მცდელობად მოახდინონ მეუ-ში მრევლის მასობრივი გადასვლის პროვოცირება.

„ბევრმა აღნიშნა ამ ნაბიჯებთან დაკავშირებული სამართლებრივი, ეთიკური და თეოლოგიური პრობლემები. თუმცა, გასაკვირად ცოტა ვინმე თუა შეშფოთებული შიდა პოლიტიკური არეულობებით, რომელიც შეიძლება გაჩაღდეს. უმე-ს, როგორც უკანონო და მტრული რელიგიური ორგანიზაციის წარმოდგენა რისკავს მოახდინოს ძალადობის პროვოცირება ეკლესიისა და მისი წევრების წინააღმდეგ. კიევის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი ბაუმაისტერმა ივარაუდა, რომ რელიგიური შუღლის გაძლიერება მაშინ, როცა ქვეყანა ასე თავგანწირვით საჭიროებს ერთიანობას, ამან შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს საზოგადოების ნდობა მთავრობისადმი, შექმნას რა ნელი მოქმედების „ლეგიტიმურობის დეფიციტი“, რომელიც შეიძლება აფეტქდეს ხუთი ან ათი წლის შემდეგ“, - აქცენტს აკეთებს სტატიის ავტორი.

როგორც მჟკ გვატყონიბებს, ადრე ამერიკელმა ჟურნალისტმა მაიკლ ბრენდან დოგერტიმ გამოთქვა აზრი, რომ უმე-ს შემთხვევაში არსებობს უკრაინაში კოლექტიური რელიგიური ბრალეულობის იდეა.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.