უკრაინა უბრუნდება ეკლესიის დევნის დროს, - უმე-ს არქიდიაკონი

არქიდიაკონი ანდრეი პალჩუკი. ფოტო: seraphim.com.ua

ოდესის ეპარქიის სასულიერო პირმა, არქიდიაკონმა ანდრეიია პალჩუკმა ოდესის ეპარქიის youtube-არხზე გააზიარა თავისი მოსაზრებები უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უკრაინა დგას სერიუზული ცვლილებების წინაშე, რომლებიც ეხება საზოგადოებრივ და საეკლესიო ცხოვრებას.

პალჩუკის აზრით, ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ორი წლის წინანდელ სიტუაციას, ეკლესიის დევნის დროს, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩანდა, თითქოს ეს დრო საბოლოოდ წავიდა.

„მასმედიაში ლეიტმოტივად ჟღერს საშინელი ვარაუდი - ჩვენ შეიძლება დავუბრუნდეთ 2019 წელს, როდესაც ხდებოდა ტაძრებისა და სიწმინდეების ძალისმიერი მიტაცება, როდესაც ყველასთვის უცნობი შეიარაღებული ხალხი მართლმადიდებელ გაერთიანებებს ართმევდნენ ტაძრებს, იღვრებოდა მოწამეობრივი სისხლი, ჩვენს სამღვდელოებას დასცინოდნენ და ჩვენ ეკლესია-აგრესორს გვიწოდებდნენ“, - აღნიშნა მან.

არქიდიაკონ ანდრეი პალჩუკის სიტყვებით, დოკუმენტი, მიღებული 2 თებერვალს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „სინოდის“ მიერ, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ იღებს შესაბამის ზომებს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის შესაცვლელად, პოლიტიკური დემაგოგიაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც რელიგიურობასთან და სულიერებასთან ცოტა რამ აკავშირებს.

ამ დოკუმენტში არ არის ის, რაც უნდა იყოს მღვდელმსახურთა მიმართვაში მორწმუნეთა მიმართ, არ არის მოწოდება სიკეთის კეთებისკენ, ლოცვისკენ, აღთქმების შესრულებისკენ. უკრაინის  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ სახელმწიფო საქმეებში ჩარევა რომ დაიწყოს, როგორც ამას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებს, ამას მასმედიის ყველა საშუალება  გაავრცელებს. თუ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მორიგი „სინოდი“ მოითხოვს ოდესის ეპარქიის youtube-არხის, Facebook, Instagram-ის  დახურვას სიტყვებით: „რამდენი  ხანი ვითმინოთ ეკლესია-აგრესორი“, რა უნდა ვქნათ? ეს ყველაფერი ფაშისტურ რიტორიკას გავს“, - დაამატა მან.

არქიდიაკონმა აღნიშნა, რომ თუმცა უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მრავალმილიონიანი მრევლის დისკრიმინაცია იძენს ახალ ფორმებს, უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეები არასდროს არ წავლენ მათი ოპონენტების გზით, არამედ გააგრძელებენ ლოცვას და კეთილი საქმეების კეთებას.

„ოდესაში 50-ზე მეტი ტაძარია, ნემსს ვერ ჩააგდებ, მაგრამ არის რამდენიმე ტაძარი, რომლებიც სხვა სტრუქტურებს ეკუთვნის, იქ ძალიან ცოტა ხალხია. თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენი დეპორტაციაა საჭირო? ჩვენი უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე წმინდა ადამიანია, მაგრამ  ჩვენი ოპონენტებისნაირი რომ იყოს, იტყოდა, რომ ეს სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არასდროს არ წავალთ“, - განაცხადა არქიდიაკონმა.

„კაცობრიობის ისტორიაში იყო  დიოკლეტიანე, საბჭოთა ხელისუფლება 70 წელი ეკლესიის განადგურებას ცდილობდა, მაგრამ ჩვენ არ გადავშენდებით, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ეკლესია, რომლის თავში უფალი იესო ქრისტე დგას და  მან შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი. ამიტომ ჩვენ არავის არ მოვუწოდებთ მიტინგებზე სიარულს და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ ყველაფერთან, ჩვენ გთხოვთ დარჩეთ ქრისტიანები, ილოცოთ. გვწამს, რომ უფალი შთააგონებს ჩვენს ოპონენტებს და მათ გულებს გაალღვობს“, - დაამატა კლირიკოსმა.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ისრაილის ელჩი კვლავ ცდილობდა  პატრიარქ თეოფილესთან საუბარს „უკრაინაში  მართლმადიდებელი   ეკლესიის განვითარების“ შესახებ.

დესიატინის ტაძრის მმართველი კიევის ვიკარიატის უფროსად დაინიშნა

ეპისკოპოსი კლემენტი ასევე დაინიშნა წმინდა აღაპიტ პეჩერელის ტაძრის საზოგადოების მოძღვრად, შევჩენკოს რაიონში.

ვატიკანმა აარქიეპისკოპოსი კარლო ვიგანო რკე - დან განკვეთა და სქიზმაში დაადანაშაულა

შეერთებულ შტატებში პაპის ყოფილ ნუნციოს ახლა ყველაზე სერიოზული სასჯელი ემუქრება კათოლიკურ ეკლესიაში: მას ეკრძალება მორწმუნეებთან ურთიერთობა და  საეკლესიო საიდუმლოებებზე წვდომა.

მჟკ-ს ჟურნალისტებისა და უმე-ის მღვდლის საქმის ექსპერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ექსპერტების ედუარდ ლიტვინენკოსა და სვეტლანა დოლინკოვსკაიას საქმიანობას ეროვნული პოლიცია და გამოძიების სახელმწიფო ბიურო შეამოწმებენ.

ადვოკატმა თქვა, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ტერნოპოლის უმე-ის ტაძრის დანგრევა

მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ იმართება მოლაპარაკება ნაკვეთის მფლობელსა და შენობის მფლობელს შორის მის მომავალ ბედზე.

ლავრაში გადაიხადეს მიტროპოლიტი ვლადიმირის პანაშვიდი

უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირის მმართველობის დრო დაემთხვა კიევ-პეჩერის ლავრაში სამონასტრო ცხოვრების აყვავებას.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამერიკის საელჩოს ეწვია

ბმე-ს ახლად არჩეულმა პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმებში მიიღო მონაწილეობა.