მეუ უკანონო ზეწოლას ახდენს სასამართლო სისტემაზე-უმე-ს იურიდიული განყოფილება

დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა განმარტა, თუ ვინ ცდილობს სინამდვილეში უკრაინის სასამართლოზე ზეწოლას. ფოტო: insights.pecb.com

2021 წლის 2 თებერვლის „სინოდის“ განცხადების საპასუხოდ, რომელშიც საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს „შესაძლო უკანონო გავლენაზე“ „უკრაინის 2018 წლის 20 დეკემბრის კანონის „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ „123-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“N 2662-VIII (სახელის გადარქმევის შესახებ) კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, უმე-ს იურიდიული განყოფილების მეთაურმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა განმარტა, თუ სინამდვილეში ვინ ცდილობს გავლენის მოხდენას უკრაინის სასამართლო სისტემაზე.

„მეუ-ს“ სინოდის ბოლო განცხადებაში  საქმე ეხება „ღია წყაროებში გავრცელებულ გარკვეულ ინფორმაციას შესაძლო უკანონო გავლენის თაობაზე“ - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა უმე-ს იურიდიული განყოფილების საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში. ცხადია, რომ სწორედ „მეუ“-ს სინოდი განცხადებაში უკანონო გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე. „მეუ“ სამართალწარმოების დამოუკიდებლობის შესახებ ზრუნვის სახით ზეწოლას ახდენს ხელისუფლებასა და სასამართლოებზე, პროცოვირებას უკეთებს რა ხელისუფლებას სახელის გადარქმევის შესახებ კანონის აღსრულების მეშვეობით დაარღვიოს უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები და ასევე კონსტიტუციას, ხოლო სასამართლოს - მიიღოს ის „სწორი გადაწყვეტილების“ კუთხით.

იურისტის აზრით, მეუ-ს სამართალწარმოების სამართლიანობა არ იწვევს შეშფოთებას, რამდენადაც სწორედ ის წარმოადგენს მთავარ სარგებლის მომპოვებელს ამ საკითხში და „კანონიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ისინი არ მიიღებენ სარგებელს, რომლისკენაც ისწრაფვიან - უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელსა და მის ქონებას“.

„მეუ“-ს წარმომადგენლები ფაქტიურად აცხადებენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მილიონობით მორწმუნეს „აგრესორებად“, ხოლო მოსამართლეებს აფრთხილებენ, რომ უკრაინელების ამ ნაწილის სასარგებლოდ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, ისინი რატომღაც გამოავლენენ თავს „კორუფციონერებად“ - აღნიშნა მღვდელმსახურმა.

ასევე იურიდიული განყოფილების მეთაურმა უხეში მანიპულაცია უწოდა უმე-ს მღვდელმსახურთა მეთაურებისთვის მოწოდებას „დაიცვან ტომოსი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“, რამდენადაც „ავტოკეფალიის შესახებ ტომოსში არ არის ასეთი სახელწოდება: „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია“. ტექსტში ნახსენებია მხოლოდ „უუე“ და „მეუ“, მაგრამ არა „უმე“. და მთავარი - თავად მოწოდება ტომოსის დაცვის შესახებ რაღაც მკრეხელურად ჟღერს. ეკლესიაში ჩვენ ყველანი ქრისტეს მივყვებით. ის ჩვენთვის მოძღვარია, რომელსაც მივყვებით და რომლისკენაც ვისწრაფვით.

„ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვიყენებთ დაცვის ყველა კანონიერ და სამართლებრივ ხერხს და ამიტომაც მივმართავთ სასამართლოებს. ჩვენ კანონს სახელის გადარქმევის შესახებ არაკონსტიტუციურად ვთვლით, ამიტომაც იყო მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მისი გასაჩივრების მიზნით. საფუძველი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეუდგებოდა ამ მიმართვის განხილვას“, - განმარტა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.

მან შეგვახსენა, რომ აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა დარღვევებით და ასევე „ ის არღვევს  რელიგიური ორგანიზაციების (რო) ავტონომიურობის პრინციპს, რომლის თანახმადაც რო-ები წარმოადგენენ დამოუკიდებლებს თავიანთ მმართველობაში და უფლება აქვთ აირჩიონ ის სახელწოდება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან. ეს პრინციპი ასევე აისახება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში“.

გარდა ამისა, კანონი სახელის გადარქმევის შესახებ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, რამდენადაც „მასში ირღვევა  კანონის წინაშე რო-ების თანასწრობის პრინციპი. რელიგიური ორგანიზაციები იყოფა კარგ და ცუდ ორგანიზაციებად, ხოლო უკრაინის მოქალაქეები თავს მეორეხარისხოვნად თვლიან, რადგანაც ისინი წარმოადგენენ უმე-ს მორწმუნეებს, რომელთაც მართვის ცენტრი თითქოსდა აქვთ „აგრესორ ქვეყანაში“.

დასასრულს, უმე-ს იურიდიული განყოფილების მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეისათვის არ არსებობს „რაიმე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი ან კანონი,რომელიც უმე-ს დაავალდებულებდა შეეცვალა საკუთარი სახელწოდება, თუნდაც თავად 2662-VIII კანონში, ეს არსად არაა მითითებული“.

შეგახსენებთ, სანამ სკანდალური კანონი რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, უმე-ს სახელის იძულებით გადარქმევის შესახებ განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი ნორმები დუბლირებულია კანონში დონბასისთვის „გარდამავალი პერიოდის“ შესახებ. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სანიმისტროს მეთაურის განმარტებებმა, რატომ გაკეთდა ეს, ასევე მიიღო შეფასება.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.