უმე-ს სოფელ ნოვოია მოშჩანიცას მორწმუნეები ითხოვენ ახლის მოწყობას

ნოვაია მოშანიცაში უმე-ს საზოგადოებას დახმარება სჭირდება ტაძრის ოთახის მოწყობაში. ფოტო: СПЖ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენის ოლქის ზდოლბუნოვსკის რაიონის სოფელ ნოვოია მოშჩანიცას მორწმუნეები, რომლებსაც განხეთქილების მონაწილეებმა წაართვეს ღვთისმშობლის შობის ტაძარი, დახმარებას თხოვენ ყველას, ვინც გულგრილი არ არის, ახალი ტაძრის მოწყობაში, წერს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მრევლს ორი წლის განმავლობაში საშუალება არ ჰქონდა ჩაეტარებინა ღვთისმსახურება ტაძარში. ცოტა ხნის წინ რელიგიურ გაერთიანებას აჩუქეს ძველი საბჭოთა მაღაზიის შენობა, რათა კანონიკური ეკლესიის მიმდევრებმა შეძლონ მისი მოწყობა ღვთისმსახურების ჩასატარებლად.

ჩვენ არ ვიცით შემომწირველის სახელი, მან გადაწყვიტა უცნობი დარჩეს, - მოუყვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს  ნატალია გნატიშინამ. - მაგრამ მთელი მრევლის სახელით მადლობას ვუხდი ამ ადამიანს, რომელმაც იმედი ჩაგვისახა, რომ ეკლესია ჩვენს სოფელში  იქნება“.

2019 წლის მარტიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სოფელ ნოვოია მოშჩანიცას მორწმუნეები ღვთისმსახურებაზე იკრიბებოდნენ წინამძღვრის, დეკანოზ იგორ გნაშიტინის  სახლში. მაგრამ  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა მიერ ტაძრის მიტაცების პირველ თვეებში აქაც ყოველთვის სიმშვიდე და უსაფრთხოება არ ყოფილა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ, მღვდლისგან კი  სახლისა და სოფლის დატოვებას ითხოვდნენ. ხალხმა ყველაფერი აიტანა და გაძლიერდა რწმენაში.

სოფელი  ნოვოია მოშჩანიცა დიდი არ არის, მდებარეობს ზდოლბუნოვსკის რაიონის ყველაზე შორეულ წერტილში. აქ ბევრი პენსიონერია და ცოტა მომუშავე ადამიანი, ადამიანები  რელიგიური კუთხითაც დაყოფილები არიან. ამიტომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები თხოვენ ყველას, ვინც გულგრილი არ არის, ლოცვით და ფინანსურად დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ მათ.

შენობაში, რომელიც მათ  ტაძრისთვის აჩუქეს, შესაცვლელია კარი და შესაკეთებელია სახურავი, იქ არ არის გათბობა. აგრეთვე ტაძრის აღჭურვილობაც არ ყოფნით. 

ყველა, ვისაც სურს მხარი დაუჭიროს რეიდერობისგან დაზარალებულ სოფელ  ნოვოია მოშჩანიცას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას და დაეხმაროს მას ახალი ტაძრის მოწყობაში, შეუძლიათ გადარიცხონ შესაწირი პრივატბანკის ბარათზე 5168 7554 5736 7551 (Гнатишина Наталья Арсентьевна).

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიას მოუგო სასამართლო  საეკლესიო ნაგებობაზე სოფელ  ნოვოია მოშჩანიცაში.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.