უმე-ს იერარქმა კომენტარი გააკეთა ლგბტ ლიტერატურაზე საბავშვო ბიბლიოთეკებში
ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: facebook-страница епископа Виктора
კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) კომენტარი გააკეთა სიახლეზე, რომელიც ეხება საბავშვო ბიბლიოთეკებისთვის ლგბტ ურთიერთობების აშკარა პროპაგანდის შემცველი წიგნების შეძენას.
„ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედია სივრცეში შეიჭრა სიახლე იმის შესახებ, რომ უკრაინის კულტურის სამინისტრომ და „უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა“ ბიუჯეტის სახსრებიდან დახარჯეს 666 ათასი გრივნა ბავშვებისთვის წიგნების შეძენაზე, რომლებიც ლგბტ ურთიერთობების აშკარა პროპაგანდას შეიცავენ, - დაწერა იერარქმა თავის საავტორო ბლოგში საიტზე „მე - კორესპონდენტი“. - უკრაინელი მოხელეების მტკიცებით, კომიქსი „პრინცესა+პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად“ მოწოდებულია ადამიანთა შორის „სტერეოტიპული წარმოდგენების“ გადასალახავად“.
ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში „სტერეოტიპულ წარმოდგენებში“ უნდა ვიგულისხმოთ პოზიცია, რომელიც არ ხედავს ერთსქესიანთა ურთიერთობებში მორალურ და რაციონალურ განმარტებას, „რაც ნათლად იკვეთება წმინდა წერილში და ტრადიციულია უკრაინელი ხალხისთვის“.
მან ხაზი გაუსვა, რომ საბავშვო ბიბლიოთეკებში მსგავსი ლიტერატურის გამოჩენის ინიციატორები იყენებენ სიტყვა „სტერეოტიპულს“ იმისთვის, რომ აჩვენონ: ლგბტ ურთიერთობების ნებისმიერი პროპაგანდის ალტერნატივა ნეგატიურ ხასიათს ატარებს. თუმცა, დაამატა მან, „სტერეოტიპი“ ყოველთვის ნეგატივზე არ მეტყველებს, ხშირ შემთხვევებში „ეს სიტყვა შეიძლება სამართლიანად იყოს სიტყვა „ტრადიციის“ სინონომი.
„ამიტომ ერთსქესიანთა ურთიერთობებზე წიგნს ჩვენ აღვიქვამთ, ძირითადად, უკრაინელთა ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლის პრიზმაში, - განმარტა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა. - ამ კონტექსტში, იმის „გადალახვის“ მცდელობა, რაც საუკუნეთა განმავლობაში ნორმალურად ითვლებოდა, ერთმნიშვნელოვნად აიხსნება როგორც უცხო ქცევის ნორმების თავს მოხვევა ჩვენთვის. ეს მოძრაობა მითუმეტეს საშიშია, ვინაიდან მიმართულია ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ სწავლობენ სამყაროს აღქმას და თავისი ადგილის პოვნას მასში. ასეთი წიგნების გამოჩენა გამოიყურება ამ ჭრილში როგორც მსოფლიოს ქრისტიანობისთვის უცხო მსოფლმხედველობის თანდათანობითი ჩამოყალიბება და აგრეთვე განაწყობს ადამიანს იმ ყველაფრის მიუღებლობისთვის, რაც ჩვენი ხალხის ათასწლოვანი კულტურით არის ნაკარნახევი“.
სასულიერო პირის აზრით, რომელიც არ შეეხო ასეთი ლიტერატურის ისედაც „სრულიად აშკარა“ მორალურ ასპექტებს, მსოფლიოსთვის ამგვარი წარმოდგენის თავს მოხვევა არ შეიძლება აიხსნას არანაირი რაციონალური ან პრაგმატული მოსაზრებებით.
„ადამიანი იბადება მისთვის დამახასიათებელი სქესობრივი თვისებებით, რომლებიც განისაზღვრება არა აღზრდითა და მსოფლმხედველობით, არამედ მთლიანად ბიოლოგიური ფაქტორებით. და ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ეს მარტივი ჭეშმარიტება. თუმცა საშიში ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ეს ხალხი ცდილობს თავისი ხედვა სხვებს მოახვიონ“, - დაასრულა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მთავრობა ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდისთვის.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.