ლავრაში პოლიციელმა ხელი ჰკრა ბერს, როდესაც მისთვის საჭმლის მიწოდებას ცდილობდნენ

კიევ-პეჩერის ლავრის 58-ე კორპუსში პოლიცია არქიმანდრიტ ვარნავას თავს დაესხა. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Лавра Сейчас»

2023 წლის 8 დეკემბერს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ძალა გამოიყენა არქიმანდრიტ ბარნაბას მიმართ, რომ მას არ წაეღო საკვები მონასტრის 58-ე კორპუსში მცხოვრები უმე-ს მორწმუნეთათვის. კადრები, სადაც პოლიციელი თავს ესხმის მამა ბარნაბას გამოაქვეყნა Telegram-არხმა «Лавра Сейчас».

ვიდეოზე ჩანს, რომ სამართალდამცავები არ უშვებენ კაცს კორპუსში პროდუქტების გადასაცემად, ამასთან ერთად ისინი სახეს მალავენ, რომ კამერაში არ გამოჩნდნენ.

მოგვიანებით მათთან მამა ბარნაბა ჩავიდა, რომელიც საჭმლის წაღებას ცდილობდა. თუმცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ბერი უხეშად შეაგდო ისევ კორპუსში და მას ტელეფონი წაართვა.

„ან გამოდით, ან შედით“, - რამდენჯერმე გაღიზიანებულად გაიმეორა სამართალდამცავმა და მღვდელმსახურს პროდუქტები წაართვა.

კიევ-პეჩერის ლავრის ერთ-ერთი ბინადარი მჟკ-ს უყვებოდა, რომ თავდამსხმელი პოლიციელი არის ვალენტინი, პოლიციის თანამშრომელთა ცვლის უფროსი, რომლებიც ლავრის ტერიტორიაზე მორიგეობენ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ლავრაში პოლიცია კრძალავს საკვებისა და წყლის  გადაცემას იმ ხალხისთვის, ვინც დალუქულ კორპუსში იმყოფება.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.