უმე-ს სტატუსი აკმაყოფილებს ყველა მის მორწმუნეს,- ეპისკოპოსი ვიქტორი
ეპისკოპოსი ვიქტორ ბარიშევსკი (კოცაბა). ფოტო: spzh.news
კიევის მიტროპოლიის ვიკარი, უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში და კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტმა, ბარიშევკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ახალგაზრდობასთან შეხვედრისას კიევო-პეჩერის ლავრაში განაცხადა, რომ უმე-ს ამჟამად აქვს ისეთი სტატუსი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მის მორწმუნეს, ვისთვისაც ღმერთი და ერთიანობა-უმთავრესია, იუწყება lavra.ua.
"უმნე"-ს აქვს ისეთი სტატუსი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მის მორწმუნეს. მთავარია, რომ ჩვენ გვაერთიანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, "თუ პირველ ადგილზე ქრისტეა, მაშინ სხვა დანარჩენიც თავის ადგილზე იქნება". თუ ჩვენ ცხოვრობთ ეკლესიაში, მაშინ ღმერთი ჩვენთვის უმთავრესია. სადაც არ უნდა დავიბადოთ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი მიწიერი სამშობლო. ყველა ჩვენგანს აქვს სხვადასხვა მემკვიდრეობა, მაგრამ კი არ უნდა დავიყოთ, არამედ უნდა გავერთიანდეთ ქრისტეში, რომ ვიაროთ გადარჩენის გზით,"- განაცხადა მეუფემ.
ეპისკოპოსმა ვიქორმა ახალგაზრდებთან ისაუბრა საეკლესიო განხეთქილების მიზეზებზე უკრაინაში და ასევე ხაზი გაუსვა უმე-ს მმართველობის დამოუკიდებლობას .
"მოსკოვში პატრიარქის არჩევნების შემდეგ კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა მკვეთრად შეცვალა თავისი რიტორიკა და ერთპიროვნულად დაიწყო უმე-ს ავტოკეფალიის საკითხის ჩაძირვა. მისი ავტორიტარული ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული მიმართვა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ავტოკეფალიის დაუყოვნებელ მინიჭებაზე, მაგრამ ჩვენმა ეპისკოპოსებმა სასწრაფოდ დაიწყეს თავისი ხელმოწერების გაუქმება, რისთვისაც მალევე დაისაჯნენ", - განაცხადა მეუფემ.
ეპისკოპოს ვიქტორის სიტყვებით, ნამდვილი მორწმუნეები ყოველთვის გრძნობენ სიცრუეს და უსამართლობას, ამიტომ მიტროპოლიტ ფილარეტს იმ მომენტისთვის ხალხის უმრავლესობა მხარს არ უჭერდა უმე-ს ავტოკეფალიის საკითხში.
"შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული გადაწყვეტილებები, მაგრამ თუ მათ ეკლესიისათვის არავითარი სარგებელი არ მოაქვთ, ამას უბრალო მორწმუნე ხალხი გრძნობს. და როგორც არ უნდა იყოს თავის თავში დარწმუნებული გავლენიანი ფილარეტი, მას უმრავლესობა მხარს არ უჭერდა",-დაამატა მეუფემ.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ში მოუწოდეს დაფიქრდნენ სულიერ უსაფრთხოებაზე ინტერნეტში ყოფნისას.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.