ამერიკელი ჟურნალისტი: მე ჩემი თვალით ვნახე რეპრესიები უმე-ის წინააღმდეგ
ამერიკელი ჟურნალისტი ფლავიუს მიხეესი. ფოტო: «Миряне»
ვაშინგტონში ჟურნალისტთა პროფესიული ორგანიზაციის ეროვნული პრესკლუბის წევრმა, ფლავიუს მიხეესმა უმე-ის მორწმუნეებს განუცხადა, რომ ის პირადად დარწმუნდდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნაში. გერცაევსკის სასამართლოში ჟურნალისტის გამოსვლის ვიდეო საზოგადოებრივი გაერთიანება ,,მირიანეს’’ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
„ჩემი თვალით დავინახე, რომ ახლა ძალიან რთული დროა თქვენი ხალხისთვის და ეკლესიისთვის. მე ნამდვილად მინდა მხარი დაგიჭიროთ. არ ვიცი, ზოგადად რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩემი თვალით დავინახე ის დევნა, რომელსაც უმე-ის მორწმუნეები განიცდიან“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტის თქმით, მისი მშობლები რუმინელები არიან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ 80-იან წლებში კომუნისტების მიერ რწმენის დევნის გამო. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, ფლავიუს მიხეესმა გააცნობიერა, რა პირობებში ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ მისი მშობლები.
”როდესაც აქ პირველად მოვედი, დავინახე დახურული ტაძარი, რომელიც უმე-ის მორწმუნეებს წაართვეს. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ ეკლესიებში ილოცონ, მრევლი იძულებულია ილოცოს პატარა, შეუფერებელ სახლებში. ეს არის ძალიან პრიმიტიული შენობები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იქ არანაირი პირობები არ იყო, ძალიან ციოდა, ყინვა საერთოდ არ იგრძნობოდა იმ სიყვარულის გამო, რომელიც იქ სუფევდა. შემდეგ მივხვდი - ასეთი იყო ჩემი მშობლების რწმენა, ჭეშმარიტი რწმენა და ლოცვა. მე მინდა ვთქვა, რომ თქვენთან ვრჩები“, - თქვა ფლავიუს მიხეიესმა.
მჟკ-მ უკვე დაწერა, რომ მიტროპოლიტ ლონგინის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო „დაზარებულთა“ გამოუცხადებლობის გამო.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.