არ მინდა ჩემმა კომენტარმა იმოქმედოს ეკლესიაზე, – პატრიარქი თეოფილე
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე. ფოტო: kurir.rs
2021 წლის 26 იანვარს იერუსალიმის მიტროპოლიტმა თეოფილემ ბელგრადის გამომცემლობა «Кurir» -თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ სურს, მისი კომენტარები ცუდად აისახოს მართმადიდებლური ეკლესიის ერთიანობაზე.
გამომცემლობის ჟურნალისტმა პატრიარქს დაუსვა არგუმენტირებული კითხვა თუ რომელი მხარის პოზიციას (რუსეთის ეკლესიის თუ ფანარიონის) იზიარებდა ის მეუ-ს ,, ავტოკეფალიასთან’’ დაკავშირებით და რამდენად დამანგრეველია ეს სიტუაცია მთელი მართმადიდებლური სამყაროსათვის.
ამ კითხვაზე იერუსალიმის პატრიარქმა უპასუხა,რომ «როგორც ქრისტეს საფლავის და წმინდა მიწის სიწმინდეების მცველი» ის ლოცულობს მთელი მართმადიდებლური სამყაროს ერთიანობაზე.
«ჩემი პასუხი ცხადია – მე ვლოცულობ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებზე, და მე არ მინდა კომენტარი( მეუ-ზე შეკითხვა, - რედაქტორი) გავაკეთო ისე, რომ ამან ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ქრისტიანების ერთიანობასა და მსოფლიო ქრისტიანებზე», – განაცხადა პატრიარქმა თეოფილემ.
მისი სიტყვებით, «ყველა მართმადიდებელისათვის მნიშვნელოვანია იყოს ერთი სიწმინდის ნაწილი, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიის წევრი. ისინი, ვისაც ესმით რა არის სიწმინდე, სამყარო, ესეიგი სამოციქულო ეკლესია კარგად გაიგებენ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ჩემს პასუხს».
ადრე მჟკ წერდა, 2020 წლის 26 თებერვალს იორდანიის დედაქალაქ ამანში დაიწყო შეხვედრა ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შორის, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე lll -ს მოწვევით.
მოგვიანებით ფანარიონის მეთაურმა პატრიარქ თეოფილე lll - ს ლანძღვის შემცველი წერილი გაუგზავნა.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.