სიმონი უმე-ს სულიერებაზე: როგორ შეიძლება ჩვენი მეგობრობა დავივიწყოთ?

მეუ-ს ,,იერარქი'' სიმონი (შოსტაცკი). ფოტო: orthodox.vinnica.ua

მუუ-ს ,,იერარქმა’’ სიმონმა (შოსტაცკი)  გაგვიზიარა  მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროინდელი მოგონებები და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრული კავშირის გაწყვეტა, ,,მაინც დროებითია, და მოვა დრო როცა ჩვენ ისევ გავერთიანდებით ადამიანურ და ეკლესიურ’’ურთიერთობებში . ამის შესახებ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიიდან წასულმა ყოფილმა იერარქმა განაცხადა DetectorUA- სთან ინტერვიუში.

როცა იხსენებდა, რომ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში მოხვდა მიტროპოლიტ აგაფანდელის (სავინა) რეკომენდაციითა და კურთხევით, რომელიც მაშინ მეთაურობდა ვინიცის კათედრას, შოსტაცკიმ აღნიშნა , ,,რომ სწორედ იმ პერიოდში ემზადებოდნენ რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის აღსანიშნავად - ეკლესიასა და მის ცხოვრებაში ერთდროეულად დაიწყო ახალი ისტორია, ახალი ეპოქა’’.

მისი სიტყვებით, ის პერიოდი იყო ეკლესიური ენთუზიაზმისა, და სასულიერო სემინარიაში ძირითადად უკრაინიდან ირიცხებოდნენ - ,,არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, მაგრამ დაახლოებით ეს იყო 80 პროცენტზე მეტი’’. და ყველაზე ხშირად - დასავლეთ უკრაინიდან და კარპატებიდან.

,, უკრაინელი სტუდენტების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანა) დროს, მას მერე ტრადიციები დღესაც შენარჩუნებულია რუსეთის რეგიონებში. ეპისკოპოსები, მღვდლები  და დეკანოზთა უმრავლესობა უკრაინიდან იყვნენ, მაგრამ ისინი შემდეგ რჩებოდნენ რუსეთში’’ - დაამატა მან.

თავის კურსელებთან მეგობრობაზე საუბრისას შოსტაცკიმ აღნიშნა, რომ მათ შორის ,, არიან ისეთებიც ,რომლებიც ეპისკოპოსები გახდნენ, ზოგი მონასტრის წინამძღვარი გახდა, ზოგი მღვდელი, ზოგმა ოჯახი შექმნა, რომლებთანაც ვინარჩუნებთ  (ურთიერთობას ,- რედ.)’’, მაგრამ ბოლო დროს- ,,უმრავლესობა განგვეშორა’’.

«დღესდღეობით (ურთიერთობა, - რედ.) გვაქვს მხოლოდ ერთეულებთან. უმრავლესობა, ასე ვთქვათ განგვეშორა, ჯერ ჯერობით მათთან არ გვაქვს ურთიერთობა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც გვილოცავენ დღესასწაულებს. როგორც მე ყოველთვის ვამბობდი: თუ ახლა ჩვენ არ გვაქვს ლოცვითი ერთიანობა, მაშინ სად უნდა წავიღოთ ის, რასაც ჰქვია ადამიანური ურთიერთობა? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა სტუდენტობის წლებში, მონასტერში, ეპისკოპოსობისას, ჩვენი შეხვედრები.  ჩვენ მხოლოდ ნაცნობები კი არ ვიყავით, ჩვენ გვაერთიანებდა მეგობრობა. ჩვენი მეგობრობა ითვლის 30 წელს დღემდე. ძალიან სამწუხაროა ბოლო დროს უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, რომელმაც ჩვენ გაგვყო ერთმანეთისგან. », – განაცხადა მეუ-ს იერარქმა, ასევე დაამატა, რომ ,,ეს ყველაფერი მაინც დროებითია, და მოვა დრო, როცა ჩვენ ისევ გავერთიანდებით ადამიანურ, საეკლესიო ურთიერთობებში.

შეგახსენებთ, რომ ადრე მეუ-ს ,,მიტროპოლიტმა’’ სიმონმა (შოსტაცკი) ვინიცის ეპარქიის უმე-ს მღვდელმთავართა უმრავლესობა, რომლებმაც უარი თქვეს მათთან ერთად სქიზმატიკოსებთან გაერთიანებაზე 2018 წელს, შეადარა მოწაფეებისგან მიტოვებულ ქრისტეს.

პაპმა გადაიფიქრა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე პარიზში ჩასვლა

პაპმა განაცხადა, რომ ხანძრის შემდეგ ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

ეპისკოპოსმა კლიმენტმა განმარტა, თუ რატომ არ მიიღო უმე-მა ესთს-ის გამოცდაში მონაწილეობა

უმე-ის იერარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიის აზრი მისი წესდების განხილვისას სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული.

ელადის იერარქი: ევროპამ მიატოვა ქრისტე და დაუბრუნდა ცოდვებს

მიტროპოლიტ ნექტარის თქმით, „ცოდვილი საქმეები მიგვიყვანს ეშმაკის მსახურებამდე, გვაქცევს დამნაშავეებად ღვთის წინაშე და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თანამედროვე საზოგადოებაში“.

რკე-ის ეპისკოპოსის აზრით პაპის სიტყვები, რომ ყველა რელიგია ღმერთთან მიდის: არის ერესი

კათოლიკე იერარქმა შეგვახსენა, რომ ღმერთისკენ მიმავალი გზა მხოლოდ უფალ იესო ქრისტეზე გადის.

კანონის გამკაცრების გამო აფრიკაში ათი ათასი ეკლესია დაიხურა

აფრიკელი პასტორების უმეტესობისთვის მთავრობის მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა.

მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორემ აშშ-ში ფანარის იერარქი დასმენაში დაადანაშაულა - მედია

ამერიკის შეერთებული შტატების ფანარის საეგზარქოსოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ნიუ ჯერსის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი მას პატრიარქ ბართლომესთან აკრიტიკებს.