მოსკოვის ს.სსკგ: „პოლიტკორექტული ლოცვა“აშშ-ს კონგრესში ღვთისგმობის ზღვარზეა
ემანუელ კლივერი, აშშ-ს კონგრესზე კითხულობს ლოცვას მდედრობითი ფორმით «ამინ». ფოტო: Reschenthaler
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების უფროსი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი თვლის, რომ „პოლიტკორექტული ლოცვა“, რომელმაც აშშ-ს კონგრესში გაიჟღერა, ღვთისგმობის ზღვარზეა. ამის შესახებ მან განაცხადა ტელეარხ «Россия 24» ეთერში შაბათს, 2021 წლის 23 იანვარს.
117-ე მოწვევის კონგრესის მუშაობის პირველ დღეს ამერიკელმა კონგრესმენმა ემანუელ კლივერმა, გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის პასტორმა, წაიკითხა შესავალი ლოცვა, რომელსაც პოლიტკორექტული უწოდა. „სახელითა ღვთისას“ მაგივრად მან თქვა „სახელითა მონოთეისტური ღმერთისა, ბრაჰმისა და ღმერთისა, მრავალი სახელით ცნობილისა“. ბოლოს კი კლივერმა წარმოთქვა «amen and a woman» („ამინ და ქალი“) - ეტყობა, სიტყვაში «amen» ინგლ. მან გაიგო «а men» – „კაცი“.
მიტროპოლიტ ილარიონის აზრით, ასეთი „პოლიტკორექტული ლოცვა“ ღვთისგმობის ზღვარზეა.
„ყველაფერი უნდა იყოს თავის გონივრულ საზღვრებში, პოლიტკორექტულობის წესებითაც კი არ შეიძლება შევიჭრათ იმაში, რაც მილიონობით ადამიანისთვის სიწმინდეს წარმოადგენს“, - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების უფროსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ, ქრისტიანებს, გვწამს მამა, ძე და სული წმინდა“.
„მართლაც, მამა, ძე და სული წმინდა გენდერულად არანეიტრალური სახელებია და ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის ეს სახელები მიუღებელია. ამიტომ მათ შეცვალეს სწავლება წმინდა სამებაზე, სწავლება ღმერთზე, ღმერთს რაღაც სხვა სახელებს და ნაცვალსახელებს უწოდებენ, მათ შორის მდედრობით სქესშიც. ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი თავს ვალდებულად თვლის დაიცვას პოლიტკორექტულობის, ჩემი აზრით, ეს უაზრო წესები. ეკლესიის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი დაუშვებელი ჩარევაა იმაში, რაც მილიონობით მორწმუნესთვის სიწმინდეს წარმოადგენს“, - განმარტა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ აშშ-ს დემოკრატები ოფიციალურ დოკუმენტებში არ ანსხვავებენ მამრობით და მდედრობით სქესს, მათ უარი თქვეს სიტყვებზე “he” და “she”.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.