ეკლესიის დისკრიმინაცია ზიანს აყენებს ერთიანობას და ერთსულოვნებას უკრაინაში

მსვლელობა 2019 წლის ივლისში. ფოტო: страница прот. Николая Данилевича в Facebook

ყველაზე მთავარი რაც უნდა გაკეთდეს უკრაინელი ხალხის ერთიანობისათვის- არ გაკეთდეს არაფერი, რაც ამ ერთობას დააზიანებს. ამაზე უკრაინაში ერთსულოვნების დღესთან დაკავშირებით თავის Facebook- გვერდზე დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საშინაო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.

მან აღნიშნა, რომ საერო სფეროში სიტყვა "სობორნოსტ" მიჩნეულია გავიგოთ როგორც ერთობის სინონიმი. უმე-ს სპიკერმა დააზუსტა, რომ "ხალხის (პოლიტიკური ერის) ერთიანობა - ეს არის ის, რაც სჭირდება ყველა სახელმწიფოს, და ბევრ სახელმწიფოს მსოფლიოში არა აქვს ეს ერთიანობა".

"ერთიანობა საჭიროა უკრაინაშიც. თუმცა ეს ერთიანობა არ არის. საზოგადოება პოლარიზებულია, ეკლესია გაყოფილია. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გვქონდეს ეს ერთიანობა? ყველაზე მთავარია, არ გაკეთდეს არაფერი, რაც ამ ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის",-აღნიშნა მღვდელმსახურმა.

მან განმარტა, რომ "საეკლესიო სფეროში არის ძალიან საშიში რამ, რაც ანგრევს ნაციონალური ერთიანობა/ერთსულოვნების შესაძლებლობას, ესაა კანონი უმე-ს სახელის ეგრეთწოდებულ "მეუ" გადარქმევის შესახებ, და შეახსენა, რომ "სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ეკლესიების ერთდროულად ყველა მორწმუნე წარმოადგენს უკრაინის მოქალაქეებს".

ამასთან ერთად, აღნიშნა მან, უმე აქამდე წარმოადგენდა უმსხვილეს კონფესიას "რეალური მორწმუნეების , და არა მხარდამჭერების" რაოდენობით, და მას მიეკუთვნებიან "ისეთივე მოქალაქეები უკრაინის, როგორც მეუ, უბკე და სხვა კონფესიები", რომლებიც ზემოთხსენებული კანონის დახმარებით "ცდილობენ იარლიყი მიაკერონ ან არაფორმალურად მტრებად  ან მეორე ხარისხის ადამიანებად გამოაცხადონ საკუთარ ქვეყანაში, მიაკუთვნონ ისინი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას ან რუსეთის ფედერაციას".

მისი აზრით, უმე-ს თემის სახელის შეცვლის შესახებ კანონის  "გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო პოლიტიკა" პროექტში მომავალი გარდამავალი პერიოდის თაობაზე დონბასისა და ყირიმის დეოკუპირებული ტერიტორიებისათვის, ასევე არ შეუწყობს ხელს ხალხის დაბრუნებას, და "მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ უმე-ერთადერთი უკრაინული საზოგადოებრივ-რელიგიური სტრუქტურაა, რომელიც იქ სრულყოფილად არის, და სწორედაც რომ სახელწოდებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია".

"როგორ აისახება ეს კანონი იმ მილიონი უკრაინელის იდენტობაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან უმე-ს მთელ ქვეყანაში, რომლებიც საუბრობენ უკრაინულად, მღერიან უკრაინულ სიმღერებს, იხდიან გადასახადებს, მსახურობენ ჯარში, იღუპებიან ომში?...ასეთივე სიტუაციაა რუსულენოვან უკრაინელებთან მიმართებაში. ყველა ისინი (უკრაინულენოვანი და რუსულენოვანი) პოლიტიკურად თავს გრძნობენ უკრაინელებად, ასოცირდებიან უკრაინასთან. ისინი არ თვლიან თავს რუსებად. სულაც არა. უკრაინელებად. და მათ ფაქტიურად აიძულებენ ეწოდოთ "რუსები უკრაინაში", მიეკუთვნონ მითიურ "რუსულ მართლმადიდებელ  ეკლესიას უკრაინაში" და ა.შ. განა ასეთი მოქმედებებით სახელმწიფო არ უბიძგებს ამ ადამიანებს რუსეთის ფედერაციის ჩახუტებისკენ?" რისთვის? განა ეს განამტკიცებს ერთიანობას და ერსულოვნებას უკრაინაში?"- განმარტა უმე-ს სპიკერმა.

"ამგვარად,  მიმდინარეობს სტიგმატიზაცია ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის, რომლებიც მიეკუთვნებიან უმე-ს ,- გააგრძელა მან.- კანონი თითქოს ამბობს: ისინი მტრები არიან. მე მესმის, რისთვისაა ეს საჭირო და რაშია სარგებელი მეუ-სთვის. მაგრამ მე არ მესმის, რისთვისაა საჭირო და რა სარგებლობაა სახელმწიფოსთვის? უფრო სწორად ერის ერთიანობისათვის. უკრაინელი პოლიტიკური ერისათვის. უკრაინა მრავალფეროვანია და ეს ფაქტია. ამიტომ პრეზიდენტ ვ.ზელენსკის სიტყვები: "ჩვენ ყველა უკრაინელი ვართ, განუსაზღვრელად იმისა, რა ენაზე ვსაუბრობთ და რომელ ტაძარში დავდივართ", "ჩვენ განსხვავებული, მაგრამ თანასწორი ვართ", ფაქტის კონსტატაციის მიხედვით ზუსტია და მიმართულია ერის მომავალი განვითარებისა და კონსოლიდაციისაკენ".

მღვდელმსახური დარწმუნებულია, რომ "ჩვენ ვაშენებთ რა ჩვენს უკრაინულ პოლიტიკურ ერს, არ უნდა გავხადოთ მტრებად და სტიგმატიზირება არ უნდა გავუკეთოთ ჩვენივე მოქალაქეების დიდ ნაწილს, ისეთივე უკრაინელებს".

"ამიტომაც ის იდეოლოგია რომელსაც პოლიტიკურ პროპაგანდას უწევენ მეუ-ს მხარდამჭერები, ზიანს აყენებენ ქვეყნის ერთიანობას და ერთსულოვნებას,- განმარტა მ. ნიკოლაიმ. - ეს იდეოლოგია ამსხვრევს თვით ერის კონსოლიდაციის შესაძლებლობას. ამიტომაც ამ იდეოლოგას უარი უნდა ეთქვას. სახელმწიფო მას მხარს არ უნდა უჭერდეს. იმიტომ, რომ ამ იდეოლოგიას მიყავს მუდმივ კონფლიქტებთან, კონფესიურ და სამოქალაქო დაპირისპირებასთან. საჭიროა ეს ყველაფერი შეიცვალოს. საჭიროა საუბრები ინკლუზიურ საგნებზე, გამაერთიანებელი იდეის ძიება, და არა ესკლუზიური: თითქოსდა "ვინც არ ხტის, ის მოსკალია(რუსია)".  ასეთი მცდელობები პრეზიდენტ ვ. ზელენსკის სიტყვებში და იდეებში იყო და არის. თუნდაც იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არაა. ალტერნატივა- კონფლიქტები, გაყოფა, დაძაბულობა, დაპირისპირებები. ეს ჩვენ არ გვჭირდება".

მან ხაზი გაუსვა, რომ "ჩვენ -როგორც სახელმწიფო და ერი, უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მეუ-ს მურწმუნეები და უმე-ს მორწმუნეები არიან უკრაინელები. დამთავრდა. ეს ფაქტია. და აქედან უნდა დავიწყოთ ერის შენება. უმე-ს სახელის გადარქმევა არ მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომ მისი ერთგულები გადავიდნენ მეუ-ში. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანები ეკლესიაში ხელმძღვანელობენ არა ნაციონალური, არამედ რელიგიური მოტივებით. ეს ერთმნიშვნელოვნად ზიანს მიაყენებს  ჩვენს ქვეყანას".

ქვეყნის განვითარების საქმეში ამ გაყოფაზე მაღლა უნდა დავდგეთ და "არ უნდა გამოვიტანოთ ის საერთოსახელმწიფოებრივ დონეზე, მით უმეტეს კანონებით უზრუნველყოფაზე",- დაამატა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უმე-ს ხელმძღვანელის მოადგილემ.

"ხსენებული კანონები უნდა გაუქმდეს, ადამიანებს უნდა მიეცეს საშუალება იგრძნონ თავი სრულუფლებიან მოქალაქეებად, რომლებიც ენდობიან უკრაინას და ერთად ააშენებენ ერს. მხოლოდ მაშინ სობორნობის დღე უკრაინაში არა რიგითი სახელმწიფო დღესასწაული, ხშირად შორეული ჩვეულებრივი ადამიანისათვის, არამედ შეიძლება გახდეს რეალური, ახლო ყველა მოქალაქისათვის",-ხაზი გაუსვა მან.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კანონში "გარდამავალ პერიოდზე" დონბასისათვის დაადგინეს უმე-ს სახელის გადარქმევა. 

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.