ჩვენ გვაშფოთებს ვაქცინის დანერგვის მეთოდები, – უმე-ს იერარქი
ეპისკოპოსი ვიქტორ ბარიშევსკი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba
ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მაგრამ მორწმუნეებში აღშფოთებას იწვევს ვაქცინის სავარაუდო დანერგვა, COVID - პასპორტი და ეთიკის ნორმების დარღვევა ზიგიერთი ვაქცინის მიღების დროს, განაცხადა ეპისკოპოსმა ვიქტორ ბარიშევსკიმ (კოცაბა) თავის ბლოგში საიტზე korrespondent.net.
უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მთავრობის წევრმა,არც მღვდელმსახურმა , « არამედ თვითონ პიროვნებამ,რომელიც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე». ვაქცინაციის გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს აბსოლუტური ინფორმირებულობა ვაქცინის შესახებ,რომელიც მედიკოსებმა უნდა უზრუნველჰყონ.
მორწმუნეებისათვის პრობლემური საკითხია ვაქცინის მიღების გზა და COVID-პასპორტის შემოღება.
,,ისტორიას ახსოვს არაერთი შემთხვევა,როდესაც სიტყვით კარგმა საქმემ გამოიწვია საზოგადოების გამიჯვნა, ,,სწორებად’’ და ,,არასწორებად’’ დაყოფა, ასევე დამცირებისა და დევნის მიზეზი გახდა, – გაგვაფრთხილა ეპისკოპოსმა.
ეპისკოპოსი ვიქტორის სიტყვებით, აღშფოთებას იწვევს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გზით ვაქცინის მიღება. საუბარია ვაქცინის შესაქმნელად აბორტის შემდგომი პროდუქტის გამოყენებაზე.
«მორწმუნეებს შორის წინააღმდეგობას ვაწყდებით ვაქცინის ასეთი გზით მიღების გამო. ამიტომაც დგება საკითხი სხვა ალტერნატიული ვაქცინის გამოყენებისა», –აღნიშნა ეპისკოპოსმა.
როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა COVID-პასპორტის შემოღების შესახებ.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.