რკე კარდინალი: ჩვენ ველით მართმადიდებლებისგან პირველის აღიარებას
რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი კურტ კოხი. ფოტო: catholicnewsagency.com
რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი და ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი პაპის საბჭოს პრეზიდენტი ელოდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ადრე თუ გვიან აღიარებს ისეთი ფორმის ერთიანობას, რომელიც მოიცავს იურიდიულ ელემენტებს. ამაზე მან დაწერა თავის მოსაზრებებში, რომელიც გამოქვეყნებულია ქრისტიანთა ერთობისადმი მიძღვნილ საკვირაო ლოცვაში, იუწყება Catholic News Agency.
ვატიკანის კარდინალი დარწმუნებულია, რომ მართლმადიდებლებთან ეკუმენურ დიალოგში "უნდა იყოს სწავლების მზაობა ორივე მხრიდან" სინოდალობასა და პრიმატთან დაკავშირებით.
ასე, მისი აზრით, "ყველაზე მთავარი წვლილი, რომელიც შეუძლია შეიტანოს კათოლიკურმა ეკლესიამ არის "სინოდალობის განმტკიცება" პირველ რიგში რეგიონულ დონეზე, რამდენადაც ის განვითარებულია მართლმადიდებლობაში.
მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან კი, თვლის კურტ კოხი, "ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ იმის აღიარებას, რომ მსოფლიო დონეზე პირველობა არამარტო შესაძლებელი და ლეგიტიმურია საღვთისმეტყველო შეხედულებით, არამედ აუცილებელიცაა".
მისი აზრით, "ერთიანი მსახურება მსოფლიო დონეზე არ შეიძლება შეიზღუდოს უბრალოდ პირველობის გამო, ის უნდა შეიცავდეს სამართლებრივ ელემენტებს" და ზუსტად ამაზე მეტყველებს ამ ბოლო წლებში გამოვლენილი საერთომართლმადიდებლური დაძაბულობა".
"ჩვენ, კათოლიკები, განვიხილავთ რომის ეპისკოპატის პირველობას როგორც ღვთის საჩუქარს მის ეკლესიას და შესაბამისად, როგორც ძღვენი მთელს ქრიასტიანობას ახალი მიღწევების აღმოჩენებში და ნაწილობრივ,ერთობლივ ცხოვრებაში", დაწერა პაპის საბჭოს მეთაურმა.
შეგახსენებთ, მანამდე კურტ კოხმა განაცხადა, რომ კათოლიკები და მართლმადიდებლები " ერთმანეთს ძღვენს უნდა უზიარებდნენ".
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.