მსს-საეკლესიო უ ხ: მართლმადიდებლობაში განხეთქილება ინსპირირებულია აშშ მიერ

მეუ-ს ლიდერი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო. ფოტო: pomisna.info

მართლმადიდებელ სამყაროში განხათქილება ინსპირირებულია აშშ ხელისუფლების მიერ, ვისი პოლიტიკური სტრატეგია მიმართული იყო გაუცხოებაზე უკრაინის ეკლესიის რუსულისაგან, შემდგომ კი ბერძნული მართლმადიდებლობის რუსულისაგან. ამაზე მოსკოვის საპატრიარქოს  საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავჯდომარემ, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა პროგრამის «Церковь и мир» ეთერში არხზე  «Россия 24», დააკომენტარა რა მაიკ პომპეოს ამასწინანდელი გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ აშშ სახელმწიფო მდივნს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პირადად ზრუნავდა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებოდა "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს თავი დაეღწია რუსული გავლენისაგან".

"ამერიკელი პოლიტიკოსები სავსებით ღიად და ურცხვად ამბობენ იმას, რომ ისინი მართავენ არამხოლოდ პოლიტიკურ ელიტებს, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ აბსოლუტურად ღიად ერევიან საეკლესიო ურთიერთობების პოლიტიკაში",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მან შეგვახსენა რომ პომპეო, რომელიც არ გახლავთ მართლმადიდებელი ქრისტიანი და არ უკავია არავითარი მდგომარეობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ამბობს, რომ გაანთავისუფლა ვიღაც "უკრაინელი მიტროპოლიტი" რუსული გავლენისაგან. ეს კი უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მან მხარი დაუჭირა განხეთქილებას."

"შეიძლება ასევე ითქვას, რომ ეს განხეთქილება ინსპირირებულია ამერიკის ხელისუფლებისაგან, იმიტომ რომ ისინი დიდიხანია ცხოვრობენ რუსეთის შესუსტების იმედით, შესაბამისად მართლმადიდებლობის შესუსტებით",-დაამატა მოსკოვის საპატრიარქოს  საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) . ამიტომ შემუშავებულ იქნა პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც მიმართულია თავიდან უკრაინის ეკლესიის და რუსული ეკლესიის გაუცხოებისაკენ, ხოლო შემდგომ ბერძნული მართლმადიდებლობის გაუცხოებით რუსული მართლმადიდებლობისაგან.

მიტროპოლიტის აზრით, "ეს პროექტი, დიდი ალბათობით დამარცხდა, მაგრამ ბატონი პომპეო ამას თავის დიპლომატიურ გამარჯვებად თვლის და ამ საგმირო საქმით სურს პოლიტიკური სცენიდან წასვლა, მაგრამ ეს, რათქმაუნდა მისი სინდისის საქმეა".

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პომპეომ აღიარა თავისი მონაწილეობა უკრაინის რელიგიურ საქმეებში.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.