რუმინეთის პოზიცია უმე-ს მიმართ არ შეცვლილა, - პატრიარქ დანიელის მრჩეველი
პატრიარქი დანიელი. ფოტო: orthochristian.com
რუმინეთის პატრიარქ დანიელის პირადი მრჩეველი აცხადებს, რომ არ იცის, რა ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა დუმენკო მეუ-ს აღიარებას რუმინეთის ეკლესიის მხრიდან.
2021 წლის 15 იანვარს რუმინეთის პატრიარქის დანიელის მრჩეველი მიხაილ ტიცა აცხადებს, რომ რუმინეთის ეკლესიის პოზიცია მეუ-ს აღიარების საკითხში არ შეცვლილა, იუწყება გამომცემლობა Orthochristian.
გამომცემლობამ მიმართა მამა მიხაილს თხოვნით კომენტარი გაეკეთებინა დუმენკოს განცხადებაში იმაზე, რომ რუმინეთის ეკლესია მზადაა აღიაროს მეუ.
მღვდელი მიხაილ ტიცა, უნეტარესი პატრიარქის რუმინეთისა დანიელის მრჩეველი საერთაშორისო და ეკლესიაღაშორის ურთიერთობების საკითხში, აცხადებს, რომ არ იცის "რა ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს მეუ-ს მიტროპოლიტი ეპიფანე მომავალი ურთიერთობების შესახებ რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან."
მისი სიტყვებით, "ჩვენი ეკლესიის პოზიცია მანამდე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეყრდნობა მის წინა გადაწყვეტილებას."
ამასთან, მღვდელმსახურმა დაამოწმა 2018 წელს მიღებული რუმინეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება, რომელშიც სინოდი "იმეორებს თავის 2018 წლის 24 მაისის რეკომენდაციებს მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოსათვის, ერთად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე რწმენაში ერთიანობის შენარჩუნებით და საწყმსოს ადმინისტრაციული თავისუფლებით."
ერთი წლით ადრე მღვდელი მიხაილ ტიცა აცხადებდა, რომ "გადაწყვეტილება ამ ახალი "ეკლესიის" შესახებ მართლმადიდებელ სამყაროში და ყველა მისი (გადაწყვეტილების) შესაძლო შედეგებზე უნდა მიიღოს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, და არა ერთი ადამიანის მიერ, თუნდაც ეს პიროვნება იყოს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი''.
ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დუმენკომ დაასახელა ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც მზადაა მეუ-ს აღიარებისათვის.
მედიამ აჩვენა მეუ-ს თავდამსხმელების მიერ უმე-ის ჩერკასის საკათედრო ტაძარში ჩადენილი კიდევ ერთი მკრეხელობა
მოგლეჯილი და გათელილი ჯვრები - ასე ვანდალურად მოექცნენ მეუ-ს წარმომადგენლები სამღვდელო შესამოსელს.
ჩერკასში სასტიკად ნაცემი უმე-ის ბერი საავადმყოფოდან გაწერეს
ბერი ნექტარი დროებით გაწერეს მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდება.
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ხუსტის ეპარქიის მონასტრის წინამძღვარი
ეპარქიამ სამძიმარი გამოუცხადა შუამდგომლობის მონასტრის ძმებს.
ტრამპის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა უმე-ის დევნას
ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი უხელმძღვანელებენ აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს.
მუსლიმები აძევებენ ქრისტიანებს თავიანთი სახლებიდან სამხრეთ სუდანში
დევნილი ქრისტიანები, რომლებიც გაიქცნენ სამხედრო კონფლიქტიდან, ვერ პოულობენ უსაფრთხო თავშესაფარს: ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს ჩარევაზე, ხოლო ქრისტიანთა თხოვნა დახმარებაზე უპასუხოდ რჩება.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.