დუმენკომ მოგებულ სასამართლოებზე იცრუა- უმე იურიდიული განყოფილების უფროსი
დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: fraza.com
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა განაცხადა, რომ სერგი (ეპიფანე) დუმენკოს სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია იგებს პრაქტიკულად ყველა სასამართლოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სიცრუე და მანიპულაციაა, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი.
დეკანოზ ალექსანდრეს სიტყვებით, „იმაზე ლაპარაკი, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია „იგებს“ სასამართლოებს მანიპულაციაა. ვინაიდან ამ წლის განმავლობაში სასამართლოებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წართმეული ტაძრების შესახებ განიხილებოდა საკითხი იმ კუთხით, თუ რომელ სასამართლოებში განიხილავდნენ საქმეებს. სხვა სიტყვებით, რომელ იურისდიქციაში განიხილება საქმეები - ადმინისტრაციულში, სამოქალაქოში თუ სამეურნეოში“.
„ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლოებში არც დაუწყიათ საკითხის განხილვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცების შესახებ. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ სერგეი დუმენკოს მომხრეები დღეს იგებენ „ყველა საქმეს“ სასამართლოში სიცრუეა!“, - ხაზი გაუსვა დეკანოზმა ალექსანდრემ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „სასამართლოებში, სადაც შეუდგნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცების საქმეების განხილვას, ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ყველა სასამართლო ინსტანციის გავლას ჭირდება როგორც მინიმუმ სამი წელი და შეიძლება მეტიც“.
ამავდროულად მან შეგვახსენა, რომ „შარშანდელი წლის განმავლობაში სერგეი დუმენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებს არ სურთ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლა სასამართლო დავისა და გარკვეული იურიდიული მიზეზების გამო“. „როგორც კი მოვიდა ახალი წელი, ყველა სასამართლო დავა უცებ მოიგეს! სასწაულია!“ - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დუმენკომ განაცხადა, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია იგებს ყველა სასამართლოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.