ვადიმ ნოვინსკი : უკრაინაში ერთი კანონიკური ეკლესიაა, დანარჩენები – მულაჟია

ვადიმ ნოვინსკი არკადი მამონტოვის ფილმში ,,თვითწმინდა ''. ფოტო: youtube.com

სახალხო დეპუტატი , ბიზნესმენი და ქველმოქმედი ვადიმ ნოვინსკიმ არკადი მამონტოვის ფილმში ,,თვითწმინდა''  , რომელიც მიეძღვნა საეკლესიო განხეთქილებას უკრაინაში , განაცხადა ,რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი კანონიკური ეკლესია უწმინდესი ონუფრეს მეთაურობით , სხვა დანარჩენი - მულაჟია , რომლებიც სხვა და სხვა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან.

"ყველა დანარჩენი სტრუქტურები-მულაჟია, ან პოლიტიკური ორგანიზაციებია, შექმნილი პოლიტიკოსების მიერ, მათ შორის უკრაინის წინა პრეზიდენტის  პეტრე პოროშენკოს და ნაკურთხია პატრიარქ ბართლომეს მიერ,"- აღნიშნა სახალხო დეპუტატმა.

ნოვინსკის აზრით, განხეთქილების მთავარი მიზეზია პოლიტიკოსების სურვილი, გადააქციონ ეკლესია თავისი ჯიბის ორგანიზაციად, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ ლიდერებს.

"საბჭოთა კავშირის დაშლის დროს უკრაინის ლიდერებს ასევე სურდათ ჰყოლოდათ ჯიბის ეკლესია, მაგრამ მათთვის ამის პატიება შესაძლებელი იყო, ვინაიდან ისინი კომუნიზმის მემკვიდრეები იყვნენ და უნდოდათ ყველაფერი ნაციონალური ჰქონოდათ-არმია, ბანკი, ჰიმნი, დროშა და ეკლესია. მათ ვერ გაეგოთ, რომ ეკლესია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ცაა დედამიწაზე, ღვთიურ-ადამიანური ორგანიზმი, რომელიც არ იცვლება დროებითი სახელმწიფოს ფარგლებში. 30 წლის განმავლობაში ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიცაა კრავჩუკი, იუშენკო და პოროშენკო, მხარს უჭერდნენ განხეთქილებას, პატრიარქი ბართლომე კი კვებავდა მათ იმედით. თუმცა მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეთქვა, რომ ეს განხეთქილებაა და სქიზმატიკოსები შესაძლებელია მხოლოდ სინანულის გზით დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს,"-აღნიშნა ნოვინსკიმ.

"თავიდან უკრაინაში გადაწერეს ისტორია, გმირები გახდნენ მოღალატეები, ხოლო მოღალატეები და დამნაშავეები-გმირები, შემდეგ შეეცადნენ შეეცვალათ სარწმუნოება და უკრაინელებისაგან შეექმნათ მანქურთები, ადამიანები წარსულის, ტრადიციებისა და ღირებულებების გარეშე. როდესაც ადამიანი კვდება, სული განეშორება, სხეული იხრწნება. როდესაც სარწმუნოებას სუროგატით ცვლიან, ერიც იხრწნება,"-დაამატა სახალხო დეპუტატმა.

როგორც ადრე წერდა მჟკ , ორხიდის საეპისკოპოსომ მიუთითა  ფანარიონის მცდელობაზე, გაეხლიჩა  ეკლესიის ერთიანობა.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.