უკრაინული სქიზმატიზმის უკან არქონტის ორდენი დგას , – ამერიკელი ჟურნალისტი

ჟურნალისტი ჯორჯ მიხალოპულოსი . ფოტო: скриншот фильма

ჯორჯ მიხალოპულოსი, ბერძნული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი,ფილმში „თვითწმინდა“, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ეკლესიის განხეთქილებას, აღნიშნავს, რომ ამ განხეთქილების უკან დგას წმინდა ანდრია მოციქულის ორდენი, რომელსაც ასევე უწოდებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქონტებს.  ზუსტად არქონტების ორდენმა 2018 წელს პირველად განაცხადა, რომ პატრიარქმა ბართლომემ უნდა გაიხსენოს ტომოსის ჩუქების აუცილებლობა უკრაინის ავტოკეფალიისათვის.

,,არქონტები ლობირებენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ინტერესებს აშშ მთავრობაში,- ამტკიცებს მიხალოპულოსი,-ბართლომემ გააქტიურა წმინდა მოციქულ ანდრიას რაინდების, ანუ არქონტების მოღვაწეობა,ბევრ მათგანს აქვს ფართო პოლიტიკური კავშირები აშშ, თვით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ჟურნალისტი სარკასტულად აკომენტარებს არქონტების მოღვაწეობას, ამტკიცებს, რომ მათ არავითარი საერთო არა აქვთ იმასთან, რითაც ჩვეულებრივ დაკავებული არიან ქრისტიანული ორგანიზაციები: „მათ არა აქვთ უფასო საავადმყოფოები, უფასო სასადილოები, იქ არ არის თავშესაფრები, არაფერი ობლებისათვის, არავითარი პროგრამები უბრალო ადამიანების დასახმარებლად. ყველაფერი მიმართულია კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხარდასაჭერად.“

„წელს (2019-რედ.) არქონტებმა გადაწყვიტეს გადაეცათ ორდენი ეპიფანე დუმენკოსთვის, ისინი შეეცადნენ წარმოედგინათ ის როგორც ეკლესიისთვის ტანჯული ადამიანი, თითქოს ის განდია. მაგრამ ეს რაღაც სულელური ხუმრობაა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზუსტად მისმა განხეთქილების სექტამ გააკეთა ყველაფერი უკრაინის კანონიკური ეკლესიის დასაშლელად,“-ასე დააკომენტარა ეს მოვლენა მიხალოპულოსმა.

ჟურნალისტის სიტყვებით, ორდენის არაფორმალური ლიდერია ალექს კარლუცოსი, რომლის შვილი მაიკ კარლუცოსი ხელმძღვანელობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლს. ორდენის წევრები მას ურთიერთშორის ეძახიან „მამა ალექსი“, მას აქვს უძლიერესი კავშირები აშშ უმაღლეს ეშელონებში, დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე უკრაინის საკითხში, არის უკრაინაში პოლიტიკური განხეთქილების მთავარი არქიტექტორი.

„მამა ალექსი“ ფლობს ფართო კავშირებს, ის ჭკვიანია, ნიჭიერი და მოხერხებული ადამიანია, მეგობრობს როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთან, თეთრი სახლის ელიტასთან. ის არის პატრიარქ ბართლომეს თვალები და ყურები აშშ, კათოლიკებს აქვთ ამისთვის სიტყვა-პაპის ნუნცია. მას აქვს კარგი კავშირები, დიდი გავლენა და ავტორიტეტი ბერძნულ ეპარქიებში, მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ეპისკოპოსს,“- აგრძელებს მიხალოპულოსი.

შეგახსენებთ 2019 წლის 19 ოქტომბერს,პატრიარქ აფინაგორის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის დარგში გადაეცა მეუ-ს მეთაურს ეპიფანე დუმენკოს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის საიტზე ნათქვამია, რომ „მიტროპოლიტი ეპიფანე იყო თავისუფალი სარწმუნოების აქტიური მხარდამჭერი და მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური პრეროგატივის მთავარი დამცველი.

როგორც ადრე მჟკ წერდა,რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ირწმუნებოდა, რომ ფანარიონმა მეუ აღიარა ზეწოლის ქვეშ. 

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.