ეპისკოპოსი ირინეოსი:ფანარიონმა გააღრმავა საეკლესიო განხეთქილება უკრაინაში
ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი. ფოტო: pecat.co.rs
განხეთქილების მონაწილეთა არაკანონიკური „რეაბილიტაცია“ ფანარიონის მიერ არ ყოფილა უარყოფილი და განხეთქილება უკრაინაში შესუტებული, პირიქით, მან გააღრმავა და გაახანგრძლივა ის, ხაზი გაუსვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა გამომცემლობა «Печат»-თან ინტერვიუში.
მეუფე ირინეოსის სიტყვებით, პატრიარქ ბართლომეს ჩარევამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში და უკრაინელი განხეთქილების მონაწილეთა ლეგალიზაციამ გამოიწვია განხეთქილების მაშტაბურობა.
„ბოლოდროინდელი განხეთქილებები უკრაინის მიწიდან მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელდა“, - აღნიშნა მან.
სწორედ რომ სტამბულის ქმედებები გახდა ლიტურგიკული და კანონიკური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი რუსულ ეკლესიასა და ფანარს შორის და „გარკვეული ეკლესიების იმ მეთაურებთან და ეპისკოპოსებთან, ვინც აღიარებს განხეთქილების მონაწილე ეპიფანეს, უფრო სწორად, მოაქალაქე დუმენკოს, კიევის კანონიერ მიტროპოლიტად და ეკლესიის ავტოკეფალურ (!) მეთაურად უკრაინაში, სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე, პატივცემული და აღიარებული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ, ასზე მეტ კანონიკურ ეპისკოპოსთან ერთად“.
„განხეთქილების დაჯგუფებების არაკრებითმა ცალმხრივმა აღიარებამ გამოიწვია არა მარტო განხეთქილება ეკლესიებს შორის, არამედ გაყოფა და უსიამოვნება ეკლესიების შიგნითაც, რაზეც მეტყველებს აზრთა სხვადასხვაობა ეპისკოპოსებსა და ღვთისმეტყველებს შორის საბერძნეთში და კვიპროსზე“, - ხაზი გაუსვა სერბეთის ეპისკოპოსმა.
მეუფე ირინეოსის სიტყვებით, სერბეთის ეკლესია წარმოადგენს „პრინციპულ პოზიციას უპირობო ერთგულებისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი კანონიკური წესის მიმართ, რომელთანაც არავის არ აქვს ხუმრობის უფლება“.
სერბეთის იერარქები არ გამოდიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ, მაგრამ ისინი „იმ ქმედებების წინააღმდეგები არიან, ვინც ემუქრებიან ან არღვევენ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას, ეჭვის ქვეშ აყენებენ მართლმადიდებლობის ავტორიტეტს კათოლიკებისა და არამართლმადიდებელ ქრისტიანთა წინაშე“, აღნიშნა ბაჩის ეპისკოპოსმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ფანარის მეთაური პატრიარქი ბართლომე ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება არ არის.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.