მეუ-ს მომხრეებმა ზაბოლოტიეში უმე ტაძართან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს

მეუ-ს მომხრეები ადგილობრივ დეპუტატთან ალექსანდრ დერევიანჩუკთან ერთად. ფოტო: facebook.com

2020 წლის 4 იანვარს მეუ-ს მომხრეები ცდილობდნენ მორიგი  კონფესიათაშორისი კონფლიქტის გაღვივებას იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის გარშემო როვენსკის ოლქის ვლადიმირეცკის რაიონის სოფელ ზაბოლოტიეში, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.

განხეთქილების სტრუქტურის მომხრეებმა საკუთარი მიზნების გამო შეუკვეთეს  პროვოკაციების რიგი  მასმედიაში და  ინვენტარიზაციის მოთხოვნის გამო  პოლიციას ცრე ჩვენებებიც მისცეს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა ტაძარი შეინარჩუნეს.

როგორც კი შვილთან ერთად საქმეებზე გავემგზავრე, დამირეკეს  მრევლის წევრებმა და მითხრეს საეკლესიო კონფლიქტის პროვოკატორების შეკრების შესახებ სოფელში ტაძართან, - ყვება დეკანოზი ანდრია ბოზდომოვი, იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი ზაბოლოტიეში. - თურმე ინვენტარიზაციას ითხოვდნენ, პოლიციაც კი გამოიძახეს“.

როგორც კონფლიქტის თვითმხილველები ყვებოდნენ, პოლიცია სოფელში ჩამოვიდა განცხადების საფუძველზე, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა დაწერეს. განცხადებაში ეწერა, რომ მღვდელს სულ რაღაც გააქვს ეკლესიიდან.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მაგრამ მე გამეცინა, იმიტომ რომ იმ დროიდან, რაც წინამძღვარი ვარ, ყველაფერი ეკლესიაში მიმაქვს, - კომენტარს აკეთებს მამა ანდრია. - ამასწინათ ნაძვის ხე მივიტანე, ხატები მიმქონდა. პოლიციამ ეს  ჩაწერა და წავიდა, ღვთის მადლით, მეამბოხეებს კი აუხსნა, რომ ძალადობრივი ინვენტარიზაცია მათ კომპეტენციაში არ შედის“.

როგორც შემდგომში აღმოჩნდა, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები წინასწარ ემზადებოდნენ „ინვენტარიზაციისთვის“. წინადღით მასმედიაში გაჩნდა რამდენიმე სტატია, რომელთა მაღალფარდოვანი სათაურები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა  ეკლესიამ წააგო სასამართლო როვენშჩინის ტაძრის გამო.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარნენსკის ეპარქიის სამართალდამცავი ამტკიცებს, რომ საკულტო ნაგებობის მოხმარების საკითხი სასამართლო წესით განხილული არ ყოფილა.

ეს კამათი უნდა განიხილებოდეს სამეურნეო სასამართლოზე და ის ჯერ წინაა, - კომენტარს აკეთებს სამართალდამცავი რაისა პრიხოდკო. - ახლა მიმდინარეობს შემდგომი გასაჩივრების  სასარჩელო განცხადებების მომზადება  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების რეგისტრაციის კანონიერების შესახებ“.

მართლაც, კონფესიათაშორისი კამათი  ზაბოლოტიეში  2019 წლის იანვარში დაიწყო, როგორც ყოველთვის, ხელმოწერების შეგროვებისა და პროვოკაციული კითხვის შემდეგ: „გინდათ უკრაინული ეკლესია?“. ივლისში კი, სამრევლო კრებების შედეგების იგნორირების შემდეგ, სადაც უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა მხოლოდ 20 ხმა მიიღეს 190 წინააღმდეგ, მათ გამართეს შეკრებები და დაარეგისტრირეს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები შეგნებულად ქმნიან პრეცედენტს, რომ გაამწვავონ სიტუაცია, - თქვა დეკანოზმა ვიქტორ ზემლიანოიმ, უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის კონფესიათაშორისი საკითხების დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა. - ეკლესია ღვთის სახლია და არა პლაცდარმი ჩხუბისთვის, კამათისთვის და სიცრუისთვის. მართლაც, ყველა ამ მეთოდს მიმართავენ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტები, რომ წაართვან ტაძრები უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს“.

ამ შემთხვევაში უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა შეძლეს დაპირისპირებისა  და მოგონილი ინვენტარიზაციის თავიდან აცილება, მაგრამ ისინი მაინც ღელავენ, რომ პრობლემები ტაძრის გარშემო ამით არ დამთავრდება და  ყველას თხოვენ, რომ ილოცონ მშვიდობისთვის ზაბოლოტიეში.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2019 წელს როვენსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ ჩაატარა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური გაერთიანების უკანონო გადარეგისტრირება ზაბოლოტიეში.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.