მიტროპოლიტმა ნიკიფორემ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი სიცრუეში დაადანაშაულა
Митрополит Киккский Никифор. Фото: youtube.com
კიკოს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ბოლო განცხადებები „მხოლოდ სინანულსა და წუხილს“ იწვევენ, რადგან ის შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს და არ ამბობს სიმართლეს, იუწყება გამომცემლობა «Ромфея»
მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის განცხადებები 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არჩევნების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც წარმოდგენილი იქნება „ობიექტურად და უტყუარი დასაბუთებების საფუძველზე შესაბამის წიგნში, რომელსაც ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ“.
ამავე დროს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ ქრიზოსტომოსის საქციელი და ლაპარაკი წინამძღვრის არჩევნების შესახებ „ასუსტებს არქიეპისკოპოსის ინსტიტუტს და როლს ეკლესიაში, შესაბამისად, მიმართულია თავად მის წიმააღმდეგ“.
„სამწუხაროდ, არქიეპისკოპოსის მსგავს საქციელს ვაწყდებით სხვა დროსაც და სინანულით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა, ამ საკითხში მისი განკურნება შეუძლებელია“, - დაწერა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ბოლო ინტერვიუ „იწვევს აღშფოთებას, ვინაიდან იქ უამრავი უზუსტობაა, შეგნებულად ფალსიფიცირებული ფაქტები და, სამწუხაროდ, სიმართლის უხეში დამახინჯება“.
„საბოლოოდ ჩვენ წუხილით აღვნიშნავთ, რომ არქიეპისკოპოსის შეურაცხმყოფელი განცხადებები ძირითადად ნეგატიურად, თუ არა დამანგრეველად, მოქმედებენ ორი დიდი დღესასწაულის - შობისა და ნათლისღების სულიერ მნიშვნელობაზე და იწვევენ ღელვასა და უსიამოვნებას ჩვენს ხალხში. ჩვენ, მღვდელმთავრები, ჩვენი ხალხისთვის სიმშვიდის წყარო უნდა ვიყოთ და, პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიის გამო ამ მძიმე დღეებში უნდა შევთავაზოთ მათ მშვიდობა და სასოება ღვთისა“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.
მან შეახსენა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს, რომ ქრისტიანი უნდა იყოს მორჩილი, „გამოხატავდეს ღრმა თვითკრიტიკას და ითხოვდეს ძმათა სიყვარულს, აგრეთვე ღვთის წყალობას, ნაცვლად წამაქეზებელი და შეურაცხმყოფელი ინტერვიუებისა და განცხადებებისა“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა გააკრიტიკა იერარქები, რომლებმაც არ აღიარეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია და დაადანაშაულა ისინი, რომ მათ „ვერ დაივიწყეს“ დამარცხება 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არჩევნებზე.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.