საქმეთ მმართველი:ფანარიონის პრეტენზიები ეკლესიისადმი გლობალიზაციის მსგავსია

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: patriarchate.org

ფანარიონის პრეტენზიები ეკლესიის მართვაზე, რომლებიც გლობალიზმის იდეებითაა აღსავსე,  დროსთან შესაბამისობაშია. ამის შესახებ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) თქვა Vesti.ua-სთან ინტერვიუში, სადაც ის კომენტარს აკეთებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს განცხადებაზე „ეკლესიის შესახებ სწავლების გადახედვის“ აუცილებლობაზე და აღიარებაზე, რომ იქ არის პირველი „განსაკუთრებული უფლებებით“.

უკვე ორი ათასი წელია მართლმადიდებელი ეკლესია ცხოვრობს კრებითი, ამქვეყნიური ენით რომ ვთქვათ, მართვის კოლეგიალური პრინციპით, - აღნიშნა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა. - და არავითარ  ძირეულ ცვლილებას ის ამ ხნის განმავლობაში არ განიცდიდა, ვინაიდან არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედითუნარიანობა და გონივრულობა“.

იმაში, რომ ახლა დგება კრებითობაზე უარის თქმის საკითხი ერთი მართვის ცენტრის დამტკიცების სასარგებლოდ, მიტროპოლიტი ანტონი ხედავს, ერთი  მხრივ, „შესაბამისობას დროსთან, რომელიც სავსეა წინსვლისა და გლობალიზაციის გამარჯვების იდეებით“.

გასაგებია, რომ შესაბამისი პროცესები რელიგიურ სფეროსაც შეეხება, - განმარტა მან. - როგორც ის არის გასაგები, რომ მოლაპარაკება და მსოფლიო მართლმადიდებლობის ბედზე გავლენაც კი ბევრად ადვილია, როცა გაქვს მართვის ერთი ცენტრი და არა თხუთმეტი დამოუკიდებელი თავის მმართველობაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია“.

მეორე მხრივ, დაამატა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, „ფორმატის დამტკიცება „პირველი თანასწორების გარეშე“ შეიძლება მიმართული იყოს ეკუმენისტური პროცესების მაქსიმალური გარღმავებისკენაც. ვინაიდან ფანარს ექნება საშუალება უნიის ახალი ფორმების ძებნის საკითხი გამოიტანოს სრულიად მართლმადიდებლური გადაწყვეტის ფარგლებს გარეთ“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, მიტროპოლიტ ანტონის აზრით, „ახლა ჩვენს თვალწინ იქმნება მსოფლიო მართლმადიდებლობის არასრულყოფილი და მავნე ასლი“.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.