დუმენკო: მეუ იბრძოლებს კიევო-პეჩერისა და პოჩაევოს ლავრების გადაცემისთვის

სერგეი ( ეპიფანე) დუმენკო.ფოტო: svoboda.org

2020 წლის 24 დეკემბერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა იბრძოლებს, რომ მიაღწიოს პოჩაევოსა და კიევო-პეჩორის ლავრების მის განკარგულებაში გადაცემას. ამის შესახებ დუმენკო იუწყებოდა თავის Facebook გვერდზე.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის სიტყვებით, „უკრაინელი ხალხის სიწმინდეები, ისეთი, როგორიც პოჩაევოსა და კიევო-პეჩერის ლავრებია, იმათი კონტროლის ქვეშაა, ვისაც მმართველი ცენტრი აგრესორ ქვეყანაში აქვს“, „სახელმწოფოზეა დამოკიდებული, გადასცემენ მათ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიას  თუ არა“.

დუმენკო ამტკიცებს, რომ მის  სტრუქტურას, რომელმაც 120-ზე მეტი ტაძარი წაართვა კანონიკურ ეკლესიას, არ სურს მტრობა და დაპირისპირება, მხოლოდ „სამართლიანობა და მშვიდობა“, ადრე თუ გვიან „უნდა გადაწყდეს“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „მშვიდობიანი გზით“ ლავრების გადაცემის საკითხი.   

ახლადშექმნილი სტრუქტურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩვენ „როგორც ეკლესია აუცილებელ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს არ მიეცეს დავიწყებას“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „საპატიო პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო ყვებოდა, როგორ უნდა მოხდეს ლავრების წართმევა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.