პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე სასამართლოში უჩივის მასმედიას ცილისწამების გამო
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე.ფოტო: fanarion.blogspot.com
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს გამომცემლობას «Φῶς Φαναρίου» („ფანარის შუქი“, - რედ.), რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი გამოხატავს სიმპატიას.
მიტროპოლიტმა სერაფიმემ მიმართა გამომცემლობების «Ὁδιωτική ῶδός» და «Φῶς Φαναρίου» მთავარ რედაქტორს პანაიოთისუ ანდრიოპოლოსს გაფრთხილებით, რომ უჩივლებს მას სასამართლოში ცილისწამების გამო.
თავის წერილში იერარქი იტყობინება, რომ დიდად დავალებულია პატრიარქ ბართლომესგან „და ერთი დღეც არ გავა, ან დრო“, რომ არ ახსენოს პატრიარქ ბართლომეს სიყვარული მის მიმართ.
გარდა ამისა, მიტროპოლიტი სერაფიმე წერს, რომ „როგორც არ უნდა ვაფასებდე მის უწმინდესობას მსოფლიო პატრიაქს, მე, როგორც ეკლესიის ეპისკოპოსი, ვერ დავმალავ სარწმუნოების ჭეშმარიტებას“.
„რა თქმა უნდა, ვიღებ ჩემი სიტყვებისა და საქციელის კრიტიკას, მაგრამ ცილისწამებას არა, იმიტომ რომ ის ამახინჯებს ჭეშმარიტებას, რომლის ქადაგებასაც მე ვცდილობ“, - დაწერა მეუფემ.
მღვდელმთავრის სიტყვებით, პანაიოთისუ ანდრიოპოლოსმა საჯაროდ დაადანაშაულა ის, რომ მან „აიღო თავის თავზე რუსეთის პოზიციების დაცვა“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში და რომ მიტროპოლიტი სერაფიმე მოქმედებს „როგორც დაქირავებული მუშაკი“, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციებს ამყარებს საბერძნეთში.
„ბრალდება, რომელიც თქვენ წამიყენეთ, ძალზე სერიუზულია და გესმით, რომ ის ან უნდა დაამტკიცოთ, ან მიიღოთ იურიდიული შედეგები, ვინაიდან მე ვაპირებ მივმართო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, რომ დავიცვა საკუთარი ღირსება“, - განაცხადა მეუფემ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, მართლმადიდებლობაში გაყოფა გამოიწვია ფანარმა და აშშ-ს გეოპოლოტოკამ და რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი ბოლო წლების ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.