მეუ მიხალჩაში შტურმზე: უკან არ დავიხევთ,ფანარიონის მეთაური დაგვეხმარება
მორწმუნეებს რომ არ სცხვენოდეთ ფანარის მეთაურისა,მეუ-ს მოუწოდებენ უმე-ს ტაძრების ახალი შტურმებისკენ.ფოტო: in.gr
მეუ-ს ჩერნოვიცკის ეპარქიის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა სამხედრო მოწოწდება თავისი სტრუქტურის წევრების მიმართ, რომელშიც უმე-ს ტაძრის შტურმი სოფელ მიხალჩში 2020 წლის 12 დეკემბერს აღწერილია, როგორც წაგებული ბრძოლა, მაგრამ არა მარცხი.
მეუ-ს ეპარქიის მოცულობითი პუბლიკაცია უკიდურესად გაჯერებულია მილიტარისტული რიტორიკით, რომელშიც ნახსნებია ნაპოლეონის ომები, მამა-პაპები, რომლებიც „კვდებოდნენ, მაგრამ არ ღალატობდნენ იდეას“ და ასევე ხდება უმე-ს მორწმუნეთა მოქმედებების შედარება, რომლებიც იცავდნენ თავიანთ ტაძარს იმათთან, ვინც „მაიდანზე იბრძოდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
„ჩვენ წარუმატებლობა განვიცადეთ ბრძოლაში, რადგანაც ამას არ შეიძლება ვუწოდოთ მარცხი. წაგებული ბრძოლები მარცხად არ იქნა წოდებული, რადგანაც მარცხი მოწმობდა მებრძოლთა დაუძლეველ სულისკევთებაზე, - წერენ მეუ-ს ეპარქიაში უმე-ს ტაძრის შტურმის შესახებ კასტებების, ტაფელასა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, რომელსაც ადრე უწოდეს „პარაკლისი“. წაგებული ბრძოლები ყოველთვის აერთიანებდა ჩვენს მამა-პაპას და წაგებული ბრძოლა არაა მარცხი, არამედ სულის სიძლიერეა. მამა-პაპები კვდებოდნენ, ხოლო იდეას არ ღალატობდნენ. იღუპებოდნენ, მაგრამ არ ღალატობდნენ უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას. ეკლესია ამაყობს თავის მრევლით, რომელიც ერთგული იყო...“
მეუ-ში შეგვახსენეს, რომ ნაპოლეონიც კი თავის დროზე წარუმატებლობას განიცდიდა ბრძოლებში, მაგრამ იბრძოდა და შემდეგ იმარჯვებდა.
ჩერნოვიცკის ეპარქიამ მოუწოდა თავის მორწმუნეებს არ ჩამოეყარათ ხელები, „არ აეღოთ ხელი წმინდა საქმისგან“, რამდენადაც სხვაგვარად მათ შერცხვებათ მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს წინაშე, რომელიც „დაუზარებლად იბრძვის ჩვენი საქმისთვის“.
მეუ-ს აზრით, ფანარიონის მეთაური „უკრაინის ეკლესიის ბატონია“, ხოლო მოსკოვი „უსინდისო დანაშაულს“ ახორციელებს - აქეზერბს მასზე უმე-ს მორწმუნეებს. „ეპისკოპოსის უგულებელყოფა კი იესო ქრისტეს უგულებელყოფაა''.
ეპარქიაში თვლიან, რომ მეუ-ს წევრები უნდა იყვნენ მადლიერები ფანარიონის თავის, რადგანაც მან „დაადასტურა, რომ ჩვენი ეპისკოპოსები სრულფასოვნები არიან“. იქვე ასევე გააკრიტიკეს უმე, რომელიც „ცდილობდა დაემტკიცებინა“, რომ „ჩვენი ეკლესია არის არაკანონიკური, რადგანაც კონსტანტინოპოლი არ ცნობს, ახლა კი ის ოფიციალურად აღიარებს და მაინც არ მოსწონთ მათ. ჩვენ კი ვიყავით და ვართ კანონიკური“.
მეუ-მ თავის მრევლს მოუწოდა არ მოეხდინათ რეფლექსირება წარუმატებელი შტურმის გამო და არ ესაუბრათ, რომ „შეიძლებოდა ყოფილიყო ასე... უნდა მომხდარიყო ასე... ან ასე უნდა გაკეთდეს“. ეპარქიის აზრით, „შეიძლება ან არ შეიძლება, მაგრამ სირთულეები იყო, რადგანაც მოსკოვის მართლმადიდბელობის მებრძოლები იმის მსგავსნი არიან, ვინც კიევში, მაიდანზე იბრძოდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, 2020 წლის 12 დეკემბერს ეცადნენ უმე-ს ტაძარი ჩერნოვიცკის მხარის სოფელ მიხალჩში ხელში ჩაეგდოთ მეუ-ს მომხრეებს. დილით ადრე ტაძარს მიუახლოვდნენ ავტობუსები უცნობი ადამიანებით, რომელთა შორისაც იყუვნენ სოფელში მეუ-ს მომხრეები. მათი რაოდენობა იყო რამოდენიმე ათეული. ერთმანეთის საიდენტიფიკაციოდ მათ ხელზე წითელი სახვევები ჰქონდათ. ჯგუფის მეთაური იყო მეუ-ს „მღვდელი“, ასევე სახვევით. მათ ჰქონდათ ელექტროგენერატორი, ტაფელები, კასტეტები, დიდი ურო, ცრემლსადენი გაზი. ტაძრის დაცვა კარს მიღმა გაიყვანეს, დაამტვრიეს სათვალთვალო კამერები, სირენა და დიდი უროთი შეანგრიეს ტაძრის კარი.
უმე-ს თემი იცავს თავის ტაძარს უკვე წელიწადი და ათი თვეა. ეს უკვე მესამე მცდელობაა, რომელიც ორგანიზებულ იქნა მეუ-ს მომხრეებისა და „მღვდლების“ მიერ. 2019 წლის 1 ნოემბერს მეუ-ს „მორწმუნეებმა“ შეანგრიეს ტაძრის კარები მიხალჩიში ხელნაკეთი ვერძის მეშვეობით.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.