განხეთქილება დაიწყო ფანარიონის მეთაურის დიდების მოყვარულობის გამო
საქმეთა მმართველი მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: voskrcerkov.ru
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა ანტონი (პაკანიჩმა) გადაცემა «Смотрим» ინტერვიუში ტელეარხ «Россия 24»-ზე განაცხადა, რომ სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობა დაირღვა პატრიარქ ბართლომეს ძალაუფლების სიყვარულის გამო.
„სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობა არ არსებობს, იმედია, ჯერ-ჯერობით. მომავალშიც ჩვენ შეგვიძლია ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრა, რომელიც წარმოიშვა პატრიარქ ბართლომეს სურვილით მართლმადიდებლური სამყაროს ერთპიროვნულად მართვის შესახებ. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად ყველაფერი ფეხქვეშ ითელება - საეკლესიო სამართალი და სინდისიც კი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განაცხადა, რომ ხორციელდება გარკვეული ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც არ ეთანხმება ასეთ პერსპექტივებს, მაგრამ მეუფე დარწმუნებულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იპოვის თავის თავში ძალებს განხეთქილების დასაძლევად.
„უფალს უყვარს თავისი ეკლესია და ის აუცილებლად შეგვეწევა ამ კრიზისის დაძლევაში, საიდანაც ჩვენ უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“ - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა მაგალითად მოიყვანა ღირსი მაქსიმე აღმსარებელი და წმინდა მარკუს ეფესელი, როდესაც ისინი თავისი სიტყვებითა და საქციელით ამტკიცებდნენ მართლმადიდებლური სწავლებისადმი ერთგულებას, რის შედეგად მართლმადიდებლური სწავლება იმარჯვებდა და საეკლესიო ერთობა აღდგენილი იყო.
„ღმერთი არ დატოვებს თავის ეკლესიას და ჭეშმარიტება აუცილებლად გაიმარჯვებს, ამაშია ჩვენი ღრმა რწმენა და სასოება. ჩვენ ვიმედოვნებთ პრობლემის სწორ გადაწყვეტას, რომელიც არსებობს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში და ზოგადად საეკლესიო დონეზე“, - იმედი გამოთქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეგვახსენა, რომ ფანარმა XX საუკუნეში მხარი დაუჭირა ეკლესიაში განახლების (ობნოვლენჩესტვოს) განხეთქილებას.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.