უმე უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგია-მიტროპოლიტი ანტონი
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანჩინი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წინააღმდეგია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ მეუფემ ისაუბრა პროგრამის „ეკლესია და საზოგადოება“ გამოშვებაში.
მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ „ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და მას ვერავინ ვერ აუკრძალავს შეხვდეს სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს ან ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანებების ხელმძღვანელებს“.
თუმცა, მისი აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურის მოწვევა უკრაინაში - ეს სხვა საკითხია, „იმიტომ რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს საზოგადოების შიდა მდგომარეობაზე, შიდა სიტუაციაზე“.
მეუფე თვლის, რომ „სანამ სხვა ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოიწვევდნენ, უნდა ეზრუნათ, როგორ მიიღებდა ამას უკრაინული საზოგადოება, ხომ არ გამოიწვევს ეს წინააღმდეგობის მოძრაობებს“.
მიტროპოლიტმა ანტონმა შეახსენა, რომ ბოლო დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არაერთხელ გამოთქვამდა თავის დამოკიდებულებას ფანარის ხელმძღვანელის მიმართ, აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ „პატრიარქი ბართლომე უკანონოდ ჩაერია რელიგიურ სიტუაციაში უკრაინაში და ამ ჩარევამ გამოიწვია დაპირისპირება, ჩვენი ეკლესიის ტაძრების მიტაცება, ჩვენი მორწმუნეებისა და სასულიერო პირების ცემა.
„და საკმაოდ დისონანსურად ჟღერს ვლადიმერ ზელენსკის სიტყვები, რომ პატრიარქი ბართლომე ზრუნავს მშვიდობაზე უკრაინაში. რადგან ჩვენ ვერ მივაგენით ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც პატრიარქმა ბართლომემ, იცოდა რა რეალური სიტუაცია უკრაინაში, შეძლო მისი გამოსწორება. მხედველობაში მაქვს ჩვენი ტაძრების რეიდერული მიტაცებები, უკანონო რეგისტრაციები. ეს ყველაფერი კი ხდებოდა პატრიარქ ბართლომეს ზუსტად იმ მოქმედებების საფუძველზე - უკანონო, ხაზს ვუსვამ, მოქმედებების - უკრაინულ მართლმადიდებლობაში“, - თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მეუფემ აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია „იმის წინააღმდეგია, რომ პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდეს უკრაინაში“, ვინაიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „მისი ჩამოსვლა ემსახურება არა მშვიდობას უკრაინაში, არამედ შეიძლება იყოს ახალი ბიძგი უფრო გლობალური წინააღმდეგობებისთვის. პრეზიდენტმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეს და იზრუნოს, რომ არანაირმა საგარეო სიტუაციამ, ჩამოსვლამ არ უნდა გამოიწვიოს დაპირისპირების ახალი რგოლის წარმოქმნა მორწმუნეთა შორის“.
აქ პრინციპულია ისიც, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არაერთხელ აცხადებდა: ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციით ცხოვრება. კონსტიტუცია კი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო გამოყოფილია ეკლესიისგან. ამიტომ სახელმწიფო მოღვაწეების ნებისმიერი ჩარევა ეკლესიის შიდა ცხოვრებაში ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად კანონს“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მოიწვია პატრიარქი ბართლომე უკრაინაში. მოგვიანებით ფანარის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩამოვა 2021 წლის აგვისტოში.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.