მოულოდნელად: დუმენკომ უმე-ს უწოდა უდიდესი რელიგიური ორგანიზაცია უკრაინაში

ეპიფანია დუმენკო მეუ-ს ,,იერარქებთან'' ერთად დრაბინკოს ტაძარში. ფოტო: pomisna.info

2020 წლის 15 დეკემბერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ეპიფანე დუმენკომ „მღვდელმთავრების კრებაზე“ მოხსენების დროს განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა უკრაინაში.

ეპიფანეს აზრით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია „ყველა მონაცემით მიეკუთვნება უდიდეს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა რიცხვს, აგრეთვე რაოდენობისა  (გამოყოფილია მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის მიერ - რედ.) და მხარდაჭერის მხრივ ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა უკრაინაში“.

დუმენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, აღმოსავლეთის გარდა, უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის მომხრეთა რიცხვი „არსებითად აჭარბებს მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეთა რიცხვს - იქაც კი, სადაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი მრევლი უმცირესობაშია“.

დუმენკო აგრეთვე  იტყობინებოდა, რომ ამჯერად უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია შედგება „44 ეპარქიისგან, 7000 მეტი სამრევლოსგან, 77 მამათა და დედათა მონასტრისგან, 10 უმაღლესი სასულიერო სასწავლებლისგან, სადაც სწავლობს 1101 სტუდენტი, 4,5-ზე მეტი კლირიკოსისგან და 62 მღვდელმთავრისგან“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინაში მართმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველის, ბროვარის მიტროპოლიტ ანტონის ანგარიშის თანახმად, უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიაში 2020 წელს 12 347 სამრევლოა, 12 456 სასულიერო პირი, 255 სამონასტრო სავანე, 4548 ბერი, 109 მღვდელმთავარი და 1531 სასულიერო სასწავლებლის სტუდენტი.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს ეპიფანე და უკრაინაში მართმადიდებელი ეკლესიის 11 იერარქი „მსახურობდნენ“ დრაბინკოს ნახევრად ცარიელ ტაძარში.

მეუ-ს იერარქი ,,ფერისცვალების ტაძარში''  ,,მსახურებაზე''.ფოტო: ალექსანდრე დრაბინკოს გვერდი facebook-ში.

19 ოქტომბერს მეუ-ს სპიკერმა ევსტრატი ზორიამ თავის facebook გვერდზე გამოაქვეყნა საკვირაო წირვის ფოტო,ეკატერინსკის  ,,საკათედრო'' ტაძრიდან სადაც ჩანს ,რომ წირვაზე იმყოფებოდა ათიოდე მრევლი.

ბაირაღები დახია და მრევლი სცემა - ინტერნეტში აჩვენეს ჩერკასის მეუ-ს "მორწმუნე"

კადრებში მამაკაცი ჯერ ბაირაღებს ხევს, მორწმუნეებს ურტყამს, მოგვიანებით კი სანთლით პოზირებს მართლმადიდებლურ სალოცავში.

პოლონეთის ეკლესიამ ავტოკეფალიის 100 წლის იუბილე აღნიშნა

ოფიციალური დღესასწაულები ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიით დაიწყო, რომელსაც ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა ხელმძღვანელობდა.

მედიამ აჩვენა მეუ-ს თავდამსხმელების მიერ უმე-ის ჩერკასის საკათედრო ტაძარში ჩადენილი კიდევ ერთი მკრეხელობა

მოგლეჯილი და გათელილი ჯვრები - ასე ვანდალურად მოექცნენ მეუ-ს წარმომადგენლები სამღვდელო შესამოსელს.

ჩერკასში სასტიკად ნაცემი უმე-ის ბერი საავადმყოფოდან გაწერეს

ბერი ნექტარი დროებით გაწერეს მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდება.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ხუსტის ეპარქიის მონასტრის წინამძღვარი

ეპარქიამ სამძიმარი გამოუცხადა შუამდგომლობის მონასტრის ძმებს.

ტრამპის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა უმე-ის დევნას

ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი უხელმძღვანელებენ აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს.