რმე:ერთი დოკუმენტი მაინც წარმოადგინეთ,სადაც მოსკოვს „მესამე რომს“ ვუწოდებთ
რმე-ის სსუმ -ს მიტროპოლიტი ილარიონ ვოლოკოლამსკი. ფოტო: hranitel.club
მტკიცებებში, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახდენს „მესამე რომის“ თეორიის კულტივირებას და, ვინაიდან მას ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ყავს, სურს უწინამძღვროს მსოფლიო მართმადიდებლობას, „არც ერთი წვეთი სიმართლისა არ არის“. ასე უპასუხა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა, ბერძნული გამოცემის კორესპინდენტის კითხვას.
„ამ მტკიცებებში არც ერთი წვეთი სიმართლისა არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ მართლაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესია ვართ, - თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საიტზე. - ეს ფაქტია, რომლითაც ჩვენ კი არ ვამაყობთ, არამედ ის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენი მრევლის წინაშე, მისი ერთიანობის შენარჩუნების გამო“.
რაც შეეხება დადანაშაულებას იმაში, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებს „მესამე რომის“ თეორიას, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა, „წარმოადგინეთ ჩვენი ეკლესიის თუნდაც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, საეკლესიო კრების გადაწყვეტილება, პატრიარქის სიტყვები ან, მაგალითად, ჩემი გამოსვლა, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ ვთვლით მოსკოვს ,, მესამე რომად“.
„ასეთი რამ არ არსებობს. ეს იყო კონცეპცია, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე საუკუნის წინ და უკვე დიდი ხანია ჩაბარდა წარსულს. ჩვენთვის ის ინტერესს არ წარმოადგენს ისევე, როგორც ის, რომ არანაირად არ გვსურს თავში ჩავუდგეთ მსოფლიო მართლმადიდებლობას. ჩვენ სავსებით გვაწყობს ის ადგილი, რომელსაც ვიკავებთ“, - დაამატა მან.
იერარქმა გაიხსენა, რომ 2013 წლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე მიღებული იყო დოკუმენტი „მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ“, რომელშიც „შავით თეთრზე ეწერა, რომ ჩვენ ვცნობთ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უპირველესად თანასწორი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა შორის“.
„მაგრამ ვცნობთ მის პირველობას პატივის და არა ძალაუფლების მხრივ, - დააზუსტა მან. - ჩვენ არ ვთვლით, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქვს რაიმე ძალაუფლება მისი კანონიკური იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ან უფლება აქვს ჩაერიოს სხვა ადგილობრივი ეკლესიების შიდა ცხოვრებაში - მსგავს შეხედულებებს ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით“.
შეგახსენებთ, მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა განმარტა, არის თუ არა კანონებში საფუძველი ფანარის პირველობისთვის.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.