რმე-მ ხელისუფლებას მოუწოდა არ დანიშნოს მიგრანტები „გარკვეულ თანამდებობებზე“

კურგანის მიტროპოლიტი მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას არ დანიშნოს მიგრანტები ,,გარკვეულ თანამდებობებზე''. ფოტო: media-mig

კურგანის მიტროპოლიტმა დანიელმა (რმე) არხ «Царьград» -თან ინტერვიუში თქვა, რომ მან ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა არ დანიშნოს მიგრანტები „გარკვეულ თანამდებობებზე“, არამედ უპირატესობა „ჩვენს ხალხს“ მიენიჭოს.

„სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, მარტივი არ არის, - აზრი გაგვიზიარა მიტროპოლიტმა. - მიგრანტები ჩვენს მოსახლეობას ნარკოტიკებს აჩვევენ და ცდილობენ დაარღვიონ კანონი, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ“. ის ყვებოდა, რომ არა ერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით, და ურჩევდა მას, რომ „თვალყური ადევნონ, თუ როგორ ჩამოდიან  ისინი (მიგრანტები, - რედ.), როგორ იღებენ პასპორტებს, აბარებენ გამოცდებს“.  

„არის გარკვეული თანამდებობები, რომლებიც მიგრანტებმა არ უნდა დაიკავონ, ვინაიდან არსებობს სწორედ ჩვენი ხალხი და ისინი მზად არიან მიგრანტების მაგივრად თავის თავზე აიღონ ეს პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ შეძლებისდაგვარად  უნდა ავიცილოთ ამ ტიპის  პრობლემები“, - თქვა რმე-ის იერარქმა.

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმფონიის მნიშვნელობას, რადგან „როდესც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს,  მაშინ გვესმის ერთმანეთის“.

მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში „მშვიდობა არ არის“, რადგან იქ „არის ორი რელიგიური მიმართულება - კათოლიკები და პროტესტანტები“.

„ისინი სხვადასხვანაირად აფასებენ სულიერ და სხვა პრობლემებს. და როდესაც ჩვენ გვაქვს ერთობა, ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა, ჩვენი სულიერი კანონები, რომლებიც  წარმოადგენენ  როგორც პიროვნების, ასევე სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს“, - ამტკიცებდა იერარქი.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რმე-ში შეშფოთებულები არიან ჯვრების მასიური წაშლით გერბებზე და სახელმწიფო ლოგოტიპებზე.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.