კათოლიკებისა და მართმადიდებლების დიალოგი დააგვირგვინებს ერთობას-ფანარი

პატრიარქი ბართლომე და რომის პაპი ფრანცისკო. ფოტო: sib-catholic.ru

ეკუმენისტური დიალოგი რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ისახავს მიზანს, რომელიც დაგვირგვინდება სრული ნანატრი ერთიანობით, განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ თავის ქადაგებაში მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, იუწყება Pro Oriente.

ფანარის მეთაურის აზრით, მართლმადიდებლებისა და კათოლიკების გაერთიანება მოხდება „მიუხედავად იმათი წინააღმდეგობისა, ვინც ვერ აფასებს ღვთისმეტყველების ფასეულობას ან თვლის, რომ ეკუმენიზმი უტოპიაა“.
პატრიარქი ბართლომე თვლის, რომ ეთანხმება პაპ ფრანცისკეს იმაში, „როგორ შევხვდეთ დიდ თანამედროვე გამოწვევებს“.

საქმე ეხება „დევნილებისა და მიგრაციის თანამედროვე უდიდესი კრიზისის“ მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრას, აგრეთვე „ძალადობის ტრაგიკულ მოვლენებს ღვთისა და რელიგიის სახელით“. ეს პრობლემები ცხადყოფენ რელიგიათშორისი დიალოგის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, „მშვიდობასა და თანამშრომლობას რელიგიებს შორის“, ხაზი გაუსვა ფანარის მეთაურმა.

ბოლოს პატრიარქმა ბართლომემ გაიხსენა თავისი უკანასკნელი შეხვედრა ვატიკანის მათაურთან. მისთვის ყოველი პირადი შეხვედრა „ძმა პაპ ფრანცისკესთან - ეს ძმობის განსაკუთრებული გამოცდილებაა“, რომელიც ორივე მხრიდან აძლიერებს სურვილს, რათა „იარონ ხელჩაკიდებულებმა იმ ბრძოლის  გზაზე, რომელსაც მივყავართ ევქარისტიის ერთიანი ბარძიმისკენ“, აღნიშნა ფანარის მეთაურმა.

როგორც იუწყებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, ცოტა ხნის წინ მამა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და რომის კათოლიკური ეკლესია უახლოვდებიან სრულ ევქარისტიულ ერთობას.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.