არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი: ვინც უარს იტყვის ჩემთან მსახურებაზე - დაისჯება

არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი. ფოტო: politis.com.cy

კვიპროსის  ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიასთან „RIK“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არქიერები, რომლებიც არ ეთანხმებიან მის გადაწყვეტილებას მოიხსენიონ დუმენკო, უარს ვერ იტყვიან  მთავარეპისკოპოსთან მსახურებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წოდება ჩამოერთვათ - იტყობინება Orthodox Times.

„წელიწადში რამდენჯერმე, დღესასწაულების დროს ყველა ერთდ ვატარებთ საღვთო ლიტურღიას. თუ მე მათ მოვიწვევ ჩემთან ერთად მსახურებაზე, მათ არ შეუძლიათ უარი თქვან. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ არ მოვიდნენ თუ ავად გახდებიან“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა და გვაცნობა, რომ მსახურებაზე უარის შემთხვევაში - მკაცრად დაისჯებიან. მისი თქმით - ‘წინასწარდადგენილი დასჯები იწყება საყვედურით და მთავრდება წოდების ჩამორთმევით. კვიპროსის ეკლესიაში ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა“.   

ამასთანავე, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, სადაც მის მიერ სერგეი დუმენკოს მოხსენიების საკითხთან დაკავშირებით თითქმის თანაბრად გაიყო არქიერებს მოსაზრებები, არც კრიზისია და არც განხეთქილება.      

აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს, კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტმა, ნიკიფორმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის პოზიციის მხარდაჭერა) გაზიარება არ არის სავალდებულო, რადაგან ეს „რწმენის საკითხია“. მან ასევე საზი გაუსვა, რომ სინოდის დროს „დაფიქსირდა უთანხმოება“, ხოლო საბოლოო შედეგი იყო - 10 ხმა 7-ის წინააღმდეგ (სადაც ერთმა თავი შეიკავა).

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.