მერ-ის კომენტარი მეუ-ზე კვიპროსის სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
მიტროპოლიტი ილარიონი. ფოტო: mir24.tv
2020 წლის 25 ნოემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესკიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა კომენტარი გააკეთა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხებოდა მეუ-ს ხელმძღვანელის, ეპიფანე დუმენკოს შეწყალებას არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მიერ, იტყობონება მერ-ის (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია) ოფიციალური საიტი.
მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, „მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფა-დანაწევრება გრძელდება, რაშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ვარფოლომეის მიუძღვის ბრალი".
მეუფე თვლის, რომ ფანარიონის მეთაურის მიერ უკრაინაში ჩადენილ „ანტიკანონიკურ ქმედებებს, ამჟამად ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში შიდა ერთიანობის დაკარგვამდე მივყავართ".
მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ „კონსტანტინოპოლის პატრიარქის ზეწოლის ქვეშ მყოფი კვიპროსის არქიეპისკოპოსი ხრიზოსტომი დათანხმდა მოეხსენიებინათ უკრაინის სქიზმატიკური დაჯგუფების ლიდერი. როგორც დღეს გამოქვეყნებული კომუნიკედან ჩანს, კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის საეპისკოპოსოს ნაწილი დათანხმდა მხარი დაეჭირა წინამძღოლისთვის ამ ქმედებაში, ხოლო მეორე ნაწილმა კატეგორიულად უარი განაცხადა ხელმძღვანელობდა რა წმინდა კანონებით და საკუთარი საეპისკოპოსო სინდისით".
მეუფე ილარიონის აზრით, „ეს მღვდელმთავრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეჭვგარეშეა, რომ მათ სურთ შეინარჩუნონ საკუთარი ადგილობრივი ეკლესიის ერთიანობა, მოუფრთხილდნენ მშვიდობას თანამოძმეებს შორის. მაგრამ ერთგულება წმინდა ტრადიციებისადმი და კანონიკური წესების დაცვისადმი ვალდებულება, არ რთავს მათ ნებას მონაწილეობა მიიღონ სქიზმატის შეწყალებაში და აღიარონ ეკლესია, რომლის თვითმარქვია ხელმძღვანელს არ აქვს კანონიკური ხელდასხმა".
სსუდ-ის (საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტი) თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ „გადალახვა ღრმა კრიზისისა, რომელმაც მოიცვა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, როგორც ჩანს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დაუბრუნდებიან კანონიკურ საეკლესიო წყობას და მართლმადიდებლურ მოძღვრებას. ეს უკანასკნელი კი არ ითვალისწინებს რომელიმე წინამძღვრის პირველობას ეკუმენურ ეკლესიაზე, რომლის მეთაურიც იყო და არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე.“
ადრე მჟკ წერდა, რომ კვიპროსის სინოდში, სინოდალების უმრავლესობა მეუ-ს წინამძღვრის პოზიციას მიემხრო.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.