კვიპროსის მიტროპოლიტი - ეკლესიის სინოდიალური რეჟიმის დამხობის დასაწყისი
ტამასოსკის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის ტამასოსკის მიტროპოლიტმა ისაიამ წმინდა სინოდს გააცნო საკუთარი თეოლოგიური მოსაზრებები იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც წარმოიშვა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მიერ მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) შესახებ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ; და თან მიანიშნა „ეკლესიის სინოდალური რეჟიმის, გაუთვალისწინებელი შედეგებით, დამხობის დასაწყისზე“. კვიპროსის არქიერის კომენტარები გამოაქვეყნა ბერძნულმა წყარომ „რომფეა“.
იმის ახსნისას თუ რატომ უარყოფს მეუ-ს ლეგალიზაციის შესახებ ნებისმიერ წინადადებას, მიტროპოლიტმა ისაიამ ისაუბრა უპირველეს ყოვლისა „მართლმადიდებულური ეკლესიის სინოდიალური წყობისადმი აბსოლუტურ პატივისცემასა და ურყევ ერთგულებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია ეკლესიოლოგიით, წმინდა კანონებითა და კვიპროსის ეკლესიის წესდებით“.
„მხოლოდ წმინდა სინოდს აქვს განსაკუთრებული უფლება „ დაარეგულიროს კვიპროსის ეკლესიის ურთიერთობები სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან“ (წესდების მუხლი 7 § 2), ხოლო წინამძღვარი მოწოდებული უნდა იყოს გააჟღეროს სინოდის გადაწყვეტილებები (მუხლი 7 § 2 ა, ბ,)“, - ხაზი გაუსვა იერარქმა.
მან განაცხადა, რომ მოითხოვს 2019 წლის 18 თებერვლის კვიპროსის სინოდის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, „რომელიც სამწუხაროდ დარღვეულ იქნა არქიეპისკოპოსის მიერ“.
„უფრო კონკრეტულად, - ვიმეორებ ჩემს სერიოზულ შეშფოთებას და ეჭვებს, რომლებიც გამოთქმული იყო ზემოაღნიშნულ სინოდიალურ გადაწყვეტილებაზე უკრაინაში ე.წ. ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის აპოსტოლარული მემკვიდრეობის არარსეობის გამო. შესაბამისად, არ შემიძლია დავთანხმდე ხელდასმის და ამ ხელდასმულის მიერ ჩატარებული საიდუმლოს ლეგიტიმურობას.
ვიმეორებ კვიპროსის ეკლესიის მტკიცე პოზიციას, რომლის თანახმადაც უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთადერთი კანონიკური ხელმძღვანელია კიევის მიტროპოლიტი ონუფრე. ამიტომ კანონიკური მოთხოვნის მიხედვით - „ერთ ქალაქში არ იყოს ორი ეპისკოპოსი“ (პირველი ეკუმენური სინოდის მე-8 წესი), უარს ვამბობ სხვა „წინამძღოლის“ აღიარებაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მას ფაქტიურად არ აქვს არც კანონიკური, არც მოქმედი ხელდასმა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ისაიამ.
კვიპროსის არქიერმა ახსნა რომ მისი უარი, აღიაროს მეუ და მისი „წინამძღვარი“ ეპიფანე, დაფუძნებულია მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებებზე, რწმენაზე და საეკლესიო და კანონიკურ ტრადიციებზე.
„არ განვილიხავთ უბრალო ადმინისტრაციული ან მეორეხარისხოვანი საკითხებით გამოწვეულ უთანხმოებას, არამედ საუბარია მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის, წმინდა საიდუმლოებებისა და აპოსტორალური მემკვიდრეობის შესახებ ჩვენი საეკლესიო სწავლებების არსზე; იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირკავშირშია ჩვენს ხსნასთან. ეს საკითხები ვერ გავა რაიმე პროცესის, თუნდაც სინოდალური პროცესის ფორმატში განხილვაზე ან შეთანხმებაზე, ასევე, ვერ დამტკიცდება ოპოზიციური, მარგინალური უმრავლესობის მიერ“, - განაცხადა მან.
ამგვარად, აღნიშნა ტამასოსკის მიტროპოლიტმა, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილება ეპიფანე მოეხსენიებინა წინამძღვრად, არის „ თვითნებური, არაკანონიკური და აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს ეკლესიურ ტრადიციებს, მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას და 18.2.19-ის წმინდა სინოდის ერთსულოვან გადაწყვეტილებას; ამასთანავე მიუთითებს ჩვენი ეკლესიის სინოდალური რეჟიმის, გაუთვალისწინებელი შედეგებით, დამხობის დასაწყისზე“.
მან განაცხადა, რომ ამ რთულ პერიოდში, კვიპროსის ეკლესიის ერთიანობის დაცვის გამო, არ შეწყვეტს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მოხსენიებას, მაგრამ მასთან მსახურების საკითხის გადაწყვეტას მიანდობს თავის იერარქიულ სინდისს.
როგორც კვიპროსის აპოსტოლარული ეკლესიის ეპისკოპოსი, ზემოაღნიშნულს წარმოგიდგენთ დიდი განცდითა და ტკივილით, ასევე პასუხისმგებლობის გაზრდილი გრძნობით ჩემი იერარქიული სინდისისა და იმ სამწყსოს წინაშე, რომლის ნდობაც გვიწყალობა უფალმა და მთელმა პან-მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ ეთნიკურ-რასობრივი, ეკონომიკური ან სხვა რაიმე არაეკლესიური დამოკიდებულებისაგან, სიმცირისა და მიზანშეწონილობისაგან შორს, მხოლოდ იმ იმედით, რომ შეინარჩუნეს „რწმენა, წმინდანებზე გადაცემული“ (იუდა 1:3) და ეკლესიის სიმშვიდე, „რომელიც უფალმა მოიპოვა საკუთარი სისხლით“ (საქმენი 20:28)“, - შეაჯამა მიტროპოლიტმა ისაიამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა არქიესპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილებას ეპიფანე დუმენკოს მოხსენიების შესახებ.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.