რმეს-ის იერარქი უკრაინის ომზე: ეს არის ბოროტება, რომლის გამართლებაც შეუძლებელია

ლონდონის და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი ირინეოსი. ფოტო: сайт Лондонской и Западноевропейской епархии

ლონდონისა და დასავლეთ ევროპის რმე-ს ეპისკოპოსმა ირინეოსმა განაცხადა, რომ მისი ეპარქია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთ-უკრაინის ომს და მოუწოდებს მისი შეწყვეტისკენ. ეპისკოპოსის მიმართვა ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„არ ვიცი როგორ გამოვხატო უფრო ნათლად. ომი - ბოროტებაა. ამის გამართლება შეუძლებელია. ღმერთი აკურთხებს მშვიდობისმყოფელებს, როგორც თავად უფალი ამბობს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისი თქმით, ეს მისთვის არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური საკითხია. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ომს და კონკრეტულად ამ ომს, ისევე როგორც ვეწინააღმდეგებით სისხლისღვრას და დევნას ყველა შემთხვევაში - არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან დამნაშავეები. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინაში სამხედრო ქმედებები არასწორია“, - განაცხადა ეპისკოპოსმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ყოველთვის იწვევს ხალხის ტანჯვას.

მისი თქმით ის და მისი „მოძმე მეუფეები თავიდანვე იყვნენ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგი და ყველაფერს აკეთებდნენ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„ჩვენ შევაგროვეთ საკმაოდ დიდი თანხა, რომლებიც გადაირიცხა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდებში. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მადლიერება უკრაინის ეკლესიის წინამძღოლებისგან მათი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავხსენით და ვმართავთ საკვებით მომარაგების პუნქტებს, რათა  საკვები მივაწოდოთ დიდ ბრიტანეთში და ევროპაში დროებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს. დახმარება გავუწიეთ ლტოლვილ ოჯახებს საცხოვრებლის მოძებნაში. ჩვენ მოვაწყვეთ საზაფხულო ბანაკი ევროპაში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის. მივიღეთ ლტოლვილი მღვდლები და გავაერთიანეთ ისინი ჩვენს სამრევლოში. ჩვენ გავხსენით ახალი სამრევლო შვეიცარიაში, რათა მოემსახუროს უკრაინელი ლტოლვილებს რეგიონში, სადაც აქამდე სამრევლო არ გვქონდა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ირინეოსმა.

ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგება საერო ხელისუფლების მიერ უმე-ის დევნას.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კვიპროსელი იერარქის თქმით, უკრაინის ომი შეიძლება იყოს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.