მეუფე იონათანის ბრალის „მტკიცებულებები“ ხელოვნურად შეიქმნა, -ადვოკატი

მიტროპოლიტი იონათანი და ადვოკატი იგორ ჩუდოვსკი სასამართლო სხდომაზე. ფოტო: Фото: politarena.org

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის დაცვამ, რომელსაც ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, აპელაცია შეიტანა, რომელშიც ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებას, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას და საქმის დახურვას მღვდელმთავრის წინააღმდეგ. ამის შესახებ „პერში კოზაცკისთან“ ინტერვიუში განაცხადა მეუფის ადვოკატმა იგორ ჩუდოვსკიმ.

„ჩვენ ვთვლით, რომ არ არსებობს მიტროპოლიტი ბრალეულობის არანაირი მტკიცებულება და ის დამტკიცებული არაა პირველი ინსტანციის სასამართლოში“, - განაცხადა მან.

ადვოკატის სიტყვებით, უუს-ს გამომძიებლებმა და ექსპერტებმა შეთითხნეს მტკიცებულებები მღვდელმთავრის წინააღმდეგ მისი ხელმძღვანელობის ზეწოლით.

„ჩემს აპელაციაში ორ საკითხს ვაყენებ: პირველს - რელიგიური შეხედულებებისთვის დევნისა და სინდისის თავისუფლების უფლების დარღვევის თაობაზე და მეორე - დაცვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციიის უფლების დარღვევის თაობაზე. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოზების ხელმძღვანელებმა გამოხატეს აზრი მეუფე იონათანის დანაშაულზე საქმის სასამართლოში განხილვამდე. ჩვენ გვახსოვს, როგორ „დანიშნეს“ ის უფს-ს აგენტად, რომ თითქოს ის „მუშაობდა“ სახელმწიფო-აგრესორზე. ეს სიტყვები, რომელიც პირველი პირებისგან გაჟღერდა, არ დადასტურდა სასამართლოს განაჩენში, მაგრამ სამართალდამცავი სისტემის ვერტიკალმა იმუშავა, რადგანაც როცა უუს-ს პირველი ხელმძღვანელი საუბრობს ბრალეულობაზე, მაშინ რა დასკვნას გააკეთებს ექსპერტიზა, რომელიც წარმოადგენს ამ ხელმძღვანელის დაქვემდებარებულს? და რა უნდა გააკეთონ გამომძიებლებმა, რომელთაც არა აქვთ მტკიცებულებები? მათ, სავარაუდოდ, უნდა შექმნან ის“, -აღნიშნა ჩუდოვსკიმ.

მისი სიტყვებით, ასეთ „მტკიცებულებებად“ იქცა სამი ფურცელი, რომელიც „ნაპოვნი: იქნა მიტროპოლიტის კომპიუტერში და საეპარქიო სამმართველოს შენობაში. თითოეული მათგანის შინაარსი ხვდება სისხლის სამართლის ცალკეული მუხლის- 109-ე, 110-ე და 436-ე - ქვეშ.

„გამოძიების აზრით, მეუფემ რატომღაც ძალიან ზუსტად იპოვა ინტერნეტში ფურცლები დანაშაულის სამი შემადგენლობით (რათა საქმე უფრო ხმაურიანი იყოს!), ჩამოტვირთა ისინი თავის კომპიტერში, შემდეგ ამობეჭდა და „ეცადა“ ამ ფურცლების გავრცელებას. თუმცა „მცდელობა“ არ შედგა, რადგანაც მეუფემ ან ვიღაც სხვამ „დაკარგა“ ეს ფურცლები ჩექმის ყელში, რომელიც ეპარქიის სამმართველოში იდგა. სწორედ იქ იპოვეს ისინი. ეს სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს“, - განაცხადა ავდოკატმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქმის შეკერვას ადასტურებს ექსპერტიზის შედეგიც, რომელსაც ატარებდა უუს-ს ინსტიტუტის თანამშრომელი. მისი დასკვნის თანახმად, ფაილები ანტიუკრაინული ფურცლებით, რომელიც „აღმოჩნდა“ მიტროპოლირ იონათანის კომპიუტერში, შეიქმნა 2022 წლის 15 ოქტომბერს - ანუ მეუფესთან ჩხრეკის ჩატარებიდან ოთხი დღის შემდეგ.

ასევე იურისტმა მიუთითა გამოძიების ვერსიის უსუსურობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მიტროპოლიტმა თითქოს დაბეჭდა ფურცლები პრინტერზე გავრცლეების მიზნით.

„ფურცლები დამზადდა ტიპოგრაფიული ხერხით და არა პრინტერზე, -აღნიშნა დამცველმა. - დგება საკითხი: სადაა ეს პრინტერი? ჩაატარეთ ექსპერტიზა, უჩვენეთ ის სასამართლოს!“

როგორც მჟკ წერდა, ადრე მიტროპოლიტ იონათანის დაცვამ განაცხადა, რომ მღვდელმთავართან ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი მოწმობს იმას, რომ ძალოვანებმა განახორციელეს ჯგუფური თანამდებობრივი დანაშაული - თავი მოუყარეს გაყალბებულ ანტიუკრაინულ ფურცლებს.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.