ფანარიონის წარმომადგენლები დევნიან მათ, ვინც მეუ-ს არ აღიარებს, - ალბანეთის სინოდი
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები. ფოტო: orthodoxianewsagency.gr
2023 წლის 11 სექტემბერს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ფანარიონის ზოგიერთი წარმომადგენელი დევნის მათ, ვინც არ აღიარებს მეუ-ს.
სინოდის კომიუნიკეში ნათქვამია, რომ ფანარიონის არხონტს არ შერცხვა ეთქვა სამარცხვინო ტყუილი და ამტკიცებდა, რომ „ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის პროცესში საერთაშორისო ოლიგარქების ძალისხმევით იყო აშენებული ან აღდგენილი 250-ზე მეტი ეკლესია“.
„ეს აშკარად უპრეცედენტო და საშიში დეზინფორმაციაა“, რომელსაც ალბანეთის სინოდის რეაქცია მოჰყვა. „თუმცა ამ ბატონმა არ აღიარა, რომ ცრე ამბავი გაავრცელა ბოროტი ტყუილის განსამტკიცებლად... და ბოდიშიც კი არ მოიხადა“, - ხაზი გაუსვეს სინოდში.
ამის მაგივრად, ამბობენ ალბანეთის ეკლესიაში, ფანარიონის არხონტი ცდილობს დარწმუნებას, რომ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რეაქცია თითქოს გამოწვეულის ტერმინ „საერთაშორისო ოლიგარქების“ არასწორი თარგმანით.
„პარადოქსული თავხედობით თავის შემდეგ პოსტში ის აგრძელებს წმინდა სინოდის ლანძღვას და დამატებითი მითითებების მიცემას“ - ნათქვამია კომიუნიკეში.
სინოდში ხაზი გაუსვეს, რომ ეს „ტექსტები სასწრაფოდ გამოქვეყნებული იყო ბერძნულ ენაზე საიტზე „ფანარიონის შუქი“ მსოფლიო საპატრიარქოს მეორე არხონტის მიერ, ხოლო მესამე არხონტმა, რომელიც გერმანიაში ქრისტიანთაშორის საბჭოში მუშაობს, შეურაცხმყოფელი ტონით სასწრაფოდ კომენტარი გააკეთა ამ პუბლიკაციაზე“.
„ეს მოვლენა შეშფოთებას იწვევს. ზოგიერთმა, ცნობილი გამონათქვამით, „შეკაზმა ლერწამი“, ჩაიცვა კეთილშობილების მანტია და ისინი გახდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ინსპექტორები, პროკურორები და მოსამართლეები“, - წერენ ალბანელი სინოდის წევრები.
ალბანეთის სინოდში წერენ, რომ ფანარიონის წარმომადგენლები „აკონტროლებენ, დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ დაწესებულებებს, პიროვნებებს და საეკლესიო საბჭოებს, არანაირ პატივისცემას არ გამოხატავენ საეკლესიო თანამდებობების, სამეცნიერო პრესტიჟის, ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრების მიმართ“.
„ის, რომ ისინი დევნიან მათ, ვისაც უკრაინის საეკლესიო სერიუზული საკითხის მიმართ სხვა პოზიცია აქვთ, არ შეესაბამება არც მართლმადიდებლურ ეთიკას, არც ნებისმიერი დიალოგის საბაზისო ეთიკას. ეს ახალი საეკლესიო ტაქტიკა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს“, - ხაზი გაუსვეს ალბანეთის სინოდში.
პრეს-სამსახურში ხაზი გაუსვეს, რომ „ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იმყოფება არც რუსეთის, არც რომელიმე სხვა ეკლესიის გავლენის ქვეშ და მისთვის ყველანაირი საგარეო დახმარება მიუღებელია“.
„მისთვის აგრეთვე მიუღებელია წინადადებები და გაკვეთილები არაკვალიფიცირებულ კონტროლიორთა მხრიდან, რომლებიც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წევრთა რიცხვს მიეკუთვნებიან. საკმარისია იყო შთაგონებული სახარებით და მოქმედებდე მართლმადიდებლური გადმოცემების შესაბამისად“, - თვლიან ალბანეთის ეკლესიაში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პროფანარიონულმა საიტმა შეურაცხმყოფელი სტატია განათავსა ალბანეთის ეკლესიის მეთაურზე. ამის შემდეგ ალბანეთის ეკლესიის სინოდმა მოუწოდა ფანარიონს, რომ შეაფასოს მათი კლირიკოსის შეურაცხყოფა, მოგვიანებით კი კრეტის იერარქმა დაგმო კლირიკოსი, რომელმაც ალბანეთის არქიეპისკოპოსს შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა ფანარიონის კლირიკოსმა, რომელმაც შეურაცხყო ალბანეთის ეკლესიის მეთაური, უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე, ხოლო ალბანეთის ეკლესიის სინოდში განაცხადეს, რომ ბრალდებები რუსეთის პროპაგანდის მხარდასაჭერად „ეს ბოროტი, საზარელი და უნამუსო ტყუილია“.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.