კრემენეცში უმე-ს მონასტერს დახურვა ემუქრება

უმე-ს მონასტერი კრემენეცში. ფოტო: inok.info

2023 წლის 1 სექტემბერს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერნოპოლის ეპარქიის, კრემენეცის ქრისტეშობის მონასტრის დებმა უმე-ს მორწმუნეებს სთხოვეს ლოცვით მხარდაჭერა.

ტელეგრამ-არხზე ,, მონასტერსკი ვესტნიკი’’ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 4 სექტემბერს მონასტერი შესაძლოა დაიხუროს.

ამასთან დაკავშირებით, კრემენეცის მონასტრის დებმა ლოცვით მხარდაჭერისთვის მიმართეს უმე-ის მორწმუნეებს და მოიწვიეს საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება 4 სექტემბერს დილის 07:30 საათზე.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კრემენეცში მეუ-ის წევრებმა ტაძარი მიითვისეს და მღვდელი სახლიდან გამოასახლეს.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.